ჰიბრიდი, ელექტრომობილი, გამონაბოლქვი, ტოიოტა, აკიო ტოიოდა, ჰაერის დაბინძურება
Aa
Aa

Toyota-ს ხელმძღვანელი: ჰიბრიდები უფრო სუფთაა, ვიდრე ელექტრომობილები

Toyota-ს თავმჯდომარის, აკიო ტოიოდას მტკიცებით, ერთი ელექტრომობილი იმდენივე გამონაბოლქვს უშვებს, რამდენსაც ჯამში სამი ჰიბრიდი. თუ რომელი უფრო მავნეა გარემოსთვის, ეს ახალი შეკითხვა ნამდვილად არაა. მეცნიერებმა დააზუსტეს, რომ ელექტრომობილები ბევრად უფრო ეკომეგობრულია, ვიდრე შიგა წვის ძრავებზე მომუშავე მოდელები, რასაც კვლევებიც ცხადყოფს.

მაგალითისთვის, იმ ქალაქებში, სადაც ელექტრომობილების მაღალი რაოდენობაა, დაბინძურება მნიშვნელოვნადაა შემცირებული. თუმცა, მსგავსად დაზუსტებით ეს ჰიბრიდებსა და EV-ებს შორის განსხვავებაზე არავის უთქვამს.

აკიო ტოიოდამ აპრილში Automotive News-თან ინტერვიუში, რომელიც ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა, განაცხადა, რომ ცხრა მილიონი ელექტრომობილის მიერ წარმოქმნილი დაბინძურების ზეგავლენა იმდენივეა, რაც 27 მილიონი ჰიბრიდის შემთხვევაში. მისი თქმით, ერთი ელექტრომობილი სამი ჰიბრიდის ტოლფასია. კომპანიის თავმჯდომარის განცხადებითვე, Toyota-ს მთავარი მიზანი დაბინძურების შემცირებაა, რასაც ის სხვადასხვა სახის მოდელების შეთავაზებით აკეთებს - ჰიბრიდები, პლაგ-ინ ჰიბრიდები, წყალბადზე მომუშავე საწვავის უჯრედები, ეფექტიანი ბენზინის ძრავები და რა თქმა უნდა, ელექტრომობილები.

„ჩვენ დაახლოებით 27 მილიონი ჰიბრიდი გავყიდეთ. ამ ჰიბრიდებს გავლენა იგივე იყო, რაც გზებზე 9 მილიონ BEV-ს [ბატარეაზე მომუშავე ელექტრომობილს] შემთხვევაში“ - აღნიშნა ტოიოდამ. „მაგრამ თუ იაპონიაში 9 მილიონ BEV-ს გამოშვება მოგვიწევდა, ეს ნახშირბადის გამოყოფას გაზრდიდა და არა შეამცირებდა. ეს იმიტომ ხდება, რომ იაპონია ელექტროენერგიის მისაღებად თბოელექტროსადგურებზეა დამოკიდებული“.

რა თქმა უნდა, ელექტრომობილების ჰიბრიდებთან და plug-in ჰიბრიდებთან (PHEV) შედარება უფრო რთულია, ვიდრე ელექტრომობილების ბენზინზე მომუშავე მანქანებთან შედარება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ელექტრომობილების კომპლექსურობაა. EV-ების წინააღმდეგ გამოყენებული მთავარი არგუმენტი, მისი აკუმულატორის დამზადების პროცესია. ბატარეის შესაქმნელად საჭიროა ლითიუმი, კობალტი და ნიკელი, რომელთა მოპოვებაც მარტივი არაა და დაბინძურების წყაროც ხდება. სწორედ ამიტომ, ბევრი ამტკიცებს, რომ ელექტრომობილები ისეთი ეკომეგობრული არაა, როგორც ამას მისი მწარმოებლები ამბობენ.

შედეგად, ელექტრომობილების გზებზე გაშვებამდეც კი, ისინი დამაბინძურებელი არიან გარემოსთვის. IOP Science-ის კვლევამ აჩვენა, რომ: ბენზინზე მომუშავე და ჰიბრიდული მანქანები წარმოების დროს დაახლოებით 6-დან 9 მეტრულ ტონამდე CO2-ს წარმოქმნიან. ელექტრომობილები მიწოდებამდე დაახლოებით 11-დან 14 მეტრულ ტონამდე CO2-ს წარმოქმნიან. გამოდის, რომ თუ გზებზე EV-ები ნაკლებ დაბინძურებას წარმოქმნიან, წარმოების პროცესში ეს პირიქით ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილები თავდაპირველად წარმოების შედეგად წარმოქმნილ მეტ დაბინძურებას იწვევენ, ისინი სწრაფად ანაზღაურებენ მას მართვის შემდეგ. ბენზინზე მომუშავე და ჰიბრიდული ავტომობილები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო აბინძურებენ გარემოს, თუმცა ელექტრომობილები, რაც უფრო მეტს მართავთ, უფრო სუფთა ხდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ელექტრომობილები გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო სუფთა ხდება.

იშვიათ შემთხვევებში, ჰიბრიდი შეიძლება უფრო სუფთა იყოს - როგორც პატარა პრიუსი ელექტრო სატვირთოსთან შედარებით - მაგრამ საერთო ჯამში, ელექტრომობილები მაინც უფრო სუფთა არჩევანია, მაშინაც კი, როდესაც ისინი იყენებენ წიაღისეული საწვავისგან მიღებულ ელექტროენერგიას.

მსგავსი სიახლეები