Prius-მა G-Wagen-ი სათამაშოსავით ამოატრიალა და დევნაც დასრულდა | ვიდეო
წესით, ბევრი ფიქრობს, რომ თუ ძველი Toyota Prius-ი და Mercedes-Benz G-Class-ი ერთმანეთს შეეჯხებიან, ამ დაპირისპირებიდან გამარჯებული გერმანელი გამოვა. თუმცა, ლოს-ანჯელესში სიტუაცია სრულიად განსხვავებულად წარიმართა - Prius-ი გზაზე დარჩა, G-Wagen-ი კი, სათამაშო მანქანასავით ამოტრიალდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტში მოპარული G-Class-ის შესახებ შეტყობინება შევიდა, რის შემდეგაც ოფიცრებმა Mercedes-ის დევნა დაიწყეს. დევნა 110-ე ავტომაგისტრალის ჩრდილოეთის მიმართულებით გაგრძელდა, რადგან მოპარული მანქანის მძღოლი პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა. ადგილობრივი საინფორმაციო არხის ვერტმფრენის კადრებში ჩანს, რომ G-Wagen-ი გზაჯვარენს მაღალი სიჩქარით გადის და შემდეგ, წითელ შუქნიშანზე გადადის.
სწორედ ამ დროს, როდესაც Mercedes-ი წესებს არღვევს, მას მეორე მხიდან მომავალი Toyota Prius T ეჯახება. შეჯახების ძალით Prius-ი რამდენჯერმე 180 გრადუსით ბრუნდება, თუმცა გაჩერებას მალევე ახერხებს. G-Class-ი კი, უბრალოდ ყირავდება. მიუხედავად იმისა, რომ Toyota-ს წინა ნაწილი მნიშვნელოვნადაა დაზიანებული, აშკარად Mercedes-ი ბევრად უფრო ცუდ მდგომარეობაშია.
KTLA-ს ცნობით, პოლიციამ მძღოლი შეჯახებიდან მალევე დააკავა. სავარაუდოდ, ამ შემთხვევის დროს ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მანქანაც დაზიანდა, თუმცა მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ მოგვეპოვება.