Prius-ის სუპერქარი? | მოკრძალებული ჰიბრიდის შოკისმომგვრელი გარდასახვა
Prius-ი შესაძლოა ყველასთვის საწვავის ეფექტიანობით უფრო იყოს ცნობილი და მიმზიდველიც, ვიდრე მისი გარეგნობით, თუმცა მეხუთე თაობამ, რომელიც 2022 წლის ბოლოს გამოჩნდა, ეს აღქმა მთლიანად შეცვალა. ჰიბრიდული ავტომობილების პიონერმა თავისი მოსაწყენი იმიჯი მოიშორა და გაცილებით ელეგანტური დიზაინით წარსდგა, რომელმაც ყურადღებაც მარტივად მიიპყრო.
Toyota-ს სუპერეკონომიური მოდელების, სუპერქარული დიზაინი ვიშნუ სურეშს, იგივე Zephyr Designz-ის ეკუთვნის. მან Prius-ის რამდენიმე ვერსია წარადგინა და დაამტკიცა, რომ ყველაზე მოკრძალებულ ჰიბრიდიც არაა შორს სუპერმანქანებზე ოცნებებისგან.
Prius Roadster-ი, რეალურად, Lamborghini-ს უფრო ჰგავს, ვიდრე Toyota-ს. ამ ვერსიაში ორიგინალი Prius-დან მხოლოდ რამდენიმე ელემენტია შემორჩენილი, მათ შორის მაშუქები, თხელი ზედა ცხაური, უკანა კარი, ისიც ნაწილობრივ და საქარე მინა. დანარჩენი ყველაფერი შეცვლილია, რამაც ხუთკარიანი ფასტბექი ორკარიან როდსტერად აქცია. მოდელს მოხსნილი აქვს სახურავიც, ხოლო დიფუზორში ცენტრალურად ორმაგი გამონაბოლქვი მილია დამონტაჟებული.
Zephyr Designz შთაგონების ფართო სპექტრითაა შექმნილი. დიფუზორი Porsche 911 Speedster-ს მოგვაგონებს, კაპოტის ვენტილაციის ღიობები McLaren 765LT-ს, ხოლო აგრესიული უკანა ნაწილი Lamborghini Aventador-ს. შედეგად, ვიღებთ Prius-ს, რომელიც უფრო იტალიისა და შტუტგარტის ნაზავს ჰგავს, ვიდრე Toyota-ს ქარხნებიდან გამომავალ ნებისმიერ მანქანას.
რა თქმა უნდა, ესენი მხოლოდ Prius-ის ციფრული ვერსიებია და ჯერ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ ეს დიზაინები მომავალში განახორციელოს. თუმცა ვინმე, ვერც ამის შესაძლებლობას გამორიცხავს. მანამდე კი, Prius-ის სუპერქარების ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.