მაზდა, მაზდა ცეიქს-50, მაზდა ცეიქს-60
Aa
Aa

Mazda-ს უსაფრთხოების ბალიშები ავტობანზე 140 კმ/სთ-ით მოძრაობისას გაიხსნა

Mazda CX-60-ის ერთ-ერთი მფლობელის მტკიცებით, მისი ავტომობილის უსაფრთხოების ბალიშები ავტობანზე 140 კმ/სთ-ით მოძრაობისას სპონტანურად გაიხსნა. ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მძღოლმა Reddit-ზე გააზიარა, რომელშიც ამბობდა, რომ მოძრაობისას მარჯვენა მხარეს ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები მოულოდნელად აფეთქდა. თანაც, ამ დროს რაიმე საავარიო სიტუაციაც არ წარმოქმნილა, რასაც შეეძლო სენსორები „მოეტყუებინა“.

უსაფრთხოების ბალიშების გახსნის შემდეგ, მძღოლმა მართვა შემდგომ გასასვლელამდე შეძლო, მანამ, სანამ ავტომობილი გაჩერდებოდა. სავარაუდოდ, უსაფრთხოების სისტემამ ჩათვალა, რომ Mazda-ს მძღოლი ავარიაში მოჰყვა და აკუმლატორი და საწვავის მიწოდება გათიშა.

საბედნიეროდ, ამ დროს წინა და მძღოლის მხარეს არსებული ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშები არ გახსნილა, რასაც შესაძლოა საჭეზე მძღოლის კონტროლის დაკარგვა და ავარიის საშიშროება გამოეწვია. ამის მიუხედავადაც, ავტომობილის მფლობელმა მცირედი დაზიანებები მაინც მიიღო, მათ შორის დამწვრობაც.

როგორც ცნობილია, ეს Mazda CX-60 მხოლოდ სამი წლისაა და 50 000 კილომეტრამდე აქვს გავლილი. ამ დროისთვის, მომხდარის შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ არსებობს, არც მძღოლის და არც კომპანიის მხრიდან. შესაბამისად, უცნობია, თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი.

სინამდვილეში ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ეს მოხდა. ფარდისებრი უსაფრთხოების ბალიშების გახსნის შესახებ გასულ წელს, ასევე Reddit-ზე განაცხადა CX-50-ის მფლობელმა. თუმცა ამ შემთხვევაშიც მომხდარზე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

მსგავსი სიახლეები