შაკილ ო’ნილმა კობი ბრაიანტის Land Cruiser-ი აღადგინა, რომელსაც კალათბურთელი კოლეჯში იყენებდა
NBA-ს ლეგენდამ და ავტომობილების დიდმა ენთუზიასტმა, შაკილ ო’ნილმა, ასევე ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის 47-ე დაბადების დღის აღსანიშნავად, მისი Land Cruiser-ი აღადგინა. ამ ავტომობილს კობი კოლეჯში სწავლის დროს იყენებდა.
შაკილ ო’ნილის და კობის ურთიერთობა პროფესიულ ჩარჩოებს ყოველთვის სცდებოდა. სწორედ ამიტომ, კობის დედის მონახულების შემდეგ, შაკმა გადაწყვიტა გარდაცვლილი მეგობრისთვის საჩუქარი გაეკეთებინა და მისი ახალგაზრდობის მანქანა აღადგინა. იშვიათად იპოვო სპორტსმენი, რომელსაც მაღალი ხარისხის და გამორჩეული ავტომობილები შაკზე მეტად უყვარს და რა თქმა უნდა, ამ საქმეშიც, კალათბურთელმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა გასწია.
ძველი Toyota დაზიანებული იყო და მის ძარასაც, თითქმის სრული რესტავრაცია სჭირდებოდა. პროექტის დასრულების შემდეგ, შაკს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ უკვე აღდგენილი მოდელი კობის დედისთვის დაებრუნებინა. მას კი, ის ყოველდღიურად გამოეყენებინა - ზუსტად ისე, როგორც კოლეჯში სწავლის დროს კალათბურთელი აკეთებდა.
View this post on Instagram
დაახლოებით 25 წლის წინ მიტოვებული Land Cruiser-ი, რომელიც ჟანგით იყო დაფარული, ახლა სრულად აღდგენილია და გზებზე დასაბრუნებლადაც მზადაა. Effortless Motors-მა კობის Cruiser-ი პირვანდელ მუქ ლურჯ-მწვანე ფერში გადაღება და ძველი ვიზუალიც დაუბრუნა.
მანქანის აღდგენის პროცესი მათ YouTube გვერდზეც ატვირთეს. როგორც ვიდეოს ავტორებიც აღნიშავენ, ეს შესანიშნავი საჩუქარია კობის დედისთვის, რომელიც შაკილ ო’ნილმა ჩაიფიქრა და განახორციელა.