დიზელი, ტოიოტა, ტოიოტა პრადო, ტოიოტა ლენდ კრუიზერი, დიზელის ძრავა, წყალბადის საწვავი
Aa
Aa

დიზელის დღეები დათვლილია | თუმცა Toyota-ს მისი შემცვლელი უკვე აქვს

დიზელზე მომუშავე ძრავები, სხვადასხვა ბაზარზე, წლებია პოპულარული არჩევანია. განსაკუთრებით კი ისეთი ტიპის მანქანებისთვის, როგორიცაა დიდი SUV-ები, პიკაპები და ფურგონები. თუმცა დიზელის დღეები შესაძლოა დათვლილი იყოს, ყოველ შემთხვევაში, Toyota Australia მის შემცვლელზე უკვე მუშაობს. თუ კომპანიის პროგნოზი ზუსტი აღმოჩნდება, საწვავის უჯრედებზე მომუშავე ელექტრომობილები შეიძლება მომდევნო ათწლეულში მეინსტრიმად იქცეს.

ავსტრალიის ბაზარზე Toyota კვლავ ძლიერადაა დამოკიდებული დიზელის ძრავებზე. რეალურად, წლის პირველ რვა თვეში ადგილობრივად გაყიდული 164 000-მდე მანქანიდან, 48.4%-ს დიზელზე მომუშავე ძრავები ჰქონდა. მოდელები, როგორიცაა Hilux, Land Cruiser, LandCruiser Prado, HiAce და პოპულარული Fortuner SUV, ამ მაჩვენებლებს ყველაზე მეტად ამყარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომწარმოებელი დიზელის ძრავების ამჟამინდელ მნიშვნელობას არ უარყოფს, Toyota Australia-ს გაყიდვების, მარკეტინგისა და ფრენჩაიზის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი, შონ ჰენლი თვლის, რომ დიზელები შეიძლება მომავალში წარმოებიდან სრულად გაქრეს. მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ დიზელს ავსტრალიაში საფრთხე ემუქრება, სხვა ბაზრებზე მისი არსებობა თითქმის წარმოუდგენელია. 

„დიზელი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში არ გაქრება, მაგრამ ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ წყალბადი მას ჩაანაცვლებს“, - განუცხადა CarExpert-ს შონ ჰენლიმ. „ავსტრალიაში დიზელის კულტურაა... მაგრამ არ მიმაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ის მომავლის საწვავი იყოს. რეალობა ისაა, რომ ბენზინზე მომუშავე მანქანას ყველაფრის გაკეთება შეუძლია“. 

ჰენლიმ დასძინა, რომ 2030-დან 2035 წლამდე, მისი ვარაუდით, წყალბადზე მომუშავე Toyota-ს მოდელების გაყიდვები მკვეთრად გაიზრდება, რაც მათ საშუალებას მისცემს სრულად ჩაანაცვლონ დიზელის ძრავიანი მოდელები. ჰენლის განცხადებით, წყალბადი საწვავის მომავალია და ავტომწარმოებელიც ამისთვის ემზადება.

 

მსგავსი სიახლეები