Ducati-ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მოტოციკლი | 2026 წლის Diavel V4 RS
2026 წლის Diavel V4 RS მსოფლიოში Ducati-ის ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მოტოციკლი გახდა. Diavel V4 RS-მა იტალიური კომპანიის რეკორდები უკვე დაამხო, მათ შორის 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.52 წუთში აჩქარებით.

თაობების განმავლობაში, Ducati-მ მოტოციკლების მწარმოებლებს შორის სახელი დაიმკვიდრა. მათ შორის, ბოლო ექვს სეზონში, როდესაც MotoGP-ში უბრალოდ სხვებს, კონკურენციის საშუალებაც კი შეუზღუდა. მისი უახლესი მოდელი კი, შესაძლოა 2026 წლის ყველაზე შთამბეჭდავი მოტოციკლიც გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მისი შედეგები სწორედ ამაზე მიუთითებს.

Diavel V4 RS-ის მონაცემები Ducati-ს კონკურენტების ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. როგორც მისი სახელიდან ჩანს, მოტოციკლი 1 103 კუბური სანტიმეტრის, V4 ძრავითაა აღჭურვილი. ძრავა, რომელიც ალუმინის ჩარჩოშია მოთავსებული, 182 ცხენის ძალას და დაახლოებით, 120 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ამ სიმძლავრით, Diavel V4 RS 0-დან 100 კმ/სთ-მდე სულ რაღაც 2.5 წამში ჩქარდება.
ეს Ducati-სთვის რეკორდია, რაც 2026 წლის Diavel V4 RS-ს კომპანიის ისტორიაში ყველაზე სწრაფად აჩქარებად საწარმოო მოტოციკლად აქცევს. ძრავას სიმძლავრის სამი რეჟიმი აქვს: მაღალი, საშუალო და დაბალი, ასევე მართვის ოთხი რეჟიმი - Race, Sport, Touring და Wet.

აქვე უნდა აღინიშნოს Diavel V4-ის სრულად ახალი დიზაინიც, მათ შორის დამატებული კარბონისა და ტიტანის კომპონენტებიც. ხოლო მიSი სპორტული ბუნების აღსანიშნავად, Ducati-მ მოტოციკლს RS ლოგოც დაამატა.
ამ ეტაპზე, Ducati ახალ მოტოციკლს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს. თუმცა კონკრეტული რაოდენობა მწარმოებლის არ გაუსაჯაროებია. 2026 წლის Diavel V4 RS-ს ფასი 39 995 აშშ დოლარი იქნება.