საინტერესო, კაბრიოლეტი, ფორდი, ფორდ მუსტანგი, პირველი მანქანა, მუსტანგი
Aa
Aa

Ford Mustang-ის პირველმა მფლობელმა ავტომწარმოებლისგან წარმოუდგენელი შეთავაზება მიიღო

სტენლი ტაკერი ყოველდღიურ ცხოვრებაში Eastern Provincial Airways-ის ავიახაზების პილოტი იყო, თუმცა ის, ყველაზე მეტად ცნობილია როგორც პირველი ადამიანი, ვინც Mustang-ი შეიძინა. ეს მისთვის ერთგვარი საწყისი იყო, საწყისი დიდებისკენ. მსგავსი ისტორიიდან და თავად მანქანიდან გამომდინარე, წლების შემდეგ, ტაკერისთვის მანქანის დათმობა მარტივი საქმე არ ყოფილა. თუმცა Ford-მა ერთგულ მფლობელს ისეთი შეთავაზება გაუკეთა, რომელზე უარის თქმაც არ შეეძლო.

ფოტოებზე პირველ Mustang-ს ხედავთ, რომელიც შოურუმში 1964 წლის 17 აპრილში გამოჩნდა. მოდელი 180 წინასაწარმოო ავტომობილიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც Ford-ის სრულ წარმოებაში ჩაშვებამდე და გამოშვებამდე, სადილეროებში განთავსებისთვის შეიქმნა. აპრილშივე, ტაკერის ყურადღეება სადილეროსთან შეკრებილი ხალხის რაოდენობამ მიიქცია. ხოლო როდესაც მანქანა დაინახა მიხვდა, რომ მისი შეძენა სურდა.

მაგრამ ახალი Mustang-ის შეძენა ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორიც მას ეგონა. სადილერო, ჯერ უბრალოდ ამ მანქანის გაყიდვისთვის მზად არ იყო. თუმცა ტაკერმა გამყიდველების დარწმუნება შეძლო და ისინიც დათანხმდნენ, წერილობითი ჩეკის საფუძველზე, მანქანა სამი დღით ადრე გაეყიდათ.

და ასე გახდა პილოტი Mustang-ის მსოფლიოში პირველი მფლობელი. „დიდი ხნის განმავლობაში ჩემს ქალაქში ერთადერთი Mustang-ის მფლობელი ვიყავი. ეს საკმაოდ საინტერესო გამოცდილება იყო“, - იხსენებდა ტაკერი და ამბობდა, რომ მანქანის შესახებ კითხვებსაც ხშირად უსვამდნენ.

1965 წელს კი, ტაკერისთვის მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. ეს არც პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კომპანიამ ავტომობილის გამოსყიდვა სცადა. მაგრამ ამ დრომდე, მას არცერთი შეთავაზება მიუღია.

16 000 კილომეტრის გავლის შემდეგაც, ტაკერს ავტომობილთან განშორება არ სურდა. თუმცა Ford-მა მას უდავოდ კარგი შეთავაზება გაუკეთა - მანქანა ახალი Mustang-ის სანაცვლოდ, თანაც ნებისმიერი ვერსია, რომელსაც ხელს დაადებდა. მან Silver Frost-ის ფერის Ford Mustang კაბრიოლეტი აირჩია, რომლის სალონში ტელევიზორიც იყო განთავსებული.

საინტერესოა, რომ მან მაინც მოახერხა და ისტორიული მანქანა შეიძინა, რადგან ეს რიგით 1 000 000-ე Mustang-ი იყო. პირველი Ford Mustang-ი კი ამჟამად ჰენრი ფორდის მუზეუმშია დაცული.

 

მსგავსი სიახლეები