ავტოფარეხში ნახევარი საუკუნის წინ მიტოვებული Porsche, ისტორიულ გაზეთთან ერთად აღმოაჩინეხ
რას იტყვით ერთ დღეს სრულიად შემთხვევით, ათწლეულების განმავლობაში მიტოვებულ კლასიკურ ავტომობილს რომ გადააწყდეთ? ალბათ საკმაოდ მაცდური წინადადებაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ეს მოდელი ყველასთვის საყვარელი Porsche-ია. ფაქტია, რომ მსგავსი რაღაცები ხდება, რადგან უელსის ერთ-ერთი მცხოვრები მეთი, სწორედ ასე, უიშვიათეს Porsche 912-ს გადააწყდა.
ყველაფერი კი, ასე დაიწყო: ერთ დღეს, მეთი ხანდაზმულ ქალს შეხვდა, რომელსაც Porsche 924 Carrera GT ჰყავდა. ავტომობილებზე საუბრისას, ქალმა მას უთხრა, რომ მანქანის გაყიდვას ვერ ახერხებდა და ასევე ახსენა, რომ ავტოფარეხში კიდევ ერთი ძველი Porsche ჰყავდა. ორივე ავტომობილი მის გარდაცვლილ ქმარს ეკუთვნოდა.
ბენი მანქანების სანახავად წავიდა და გაოგნებული დარჩა, რადგან მტვრის ფენის ქვეშ მან არც მეტი არც ნაკლები 1968 წლის Porsche 912 აღმოაჩინა, თანაც თითქმის სრულად ქარხნულად შემონახული - ორიგინალი ძრავით, 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა. თუმცა ეს ყველაფერი არაა. მანქანაში ბენმა გაზეთიც აღმოაჩინა, რომელიც მძღოლის სავარძელზე იდო და 1979 წლის 29 ნოემბრით თარიღდებოდა.
მფლობელი ქალის განმარტებით, ეს სწორედ ის დღე იყო, როდესაც მანქანა საბოლოოდ ავტოფარეხში გააჩერა. ხოლო ამის შემდეგ, Porsche მომდევნო ოთხი ათწლეულის განმავლობაში უკვე აქ ხელუხლებლად იყო გაჩერებული. მეტმა მას ავტომობილის შეძენაც შესთავაზა, რაზეც უპასუხა, რომ შვილთან ერთად მის აღდგენაზე უკვე მუშაობდა.
ორი წლის შემდეგ, ხანდაზმული ქალბატონი მას კვლავ დაუკავშირდა - უთხრა, რომ მათ შვილს მანქანები არ აინტერესებდა და საბოლოოდ მზად იყო Porsche-ს გასაყიდად. ამჯერად მეტმა არ დააყოვნა, მანქანის შეძენის შემდეგ კი, The Late Brake Show-ს ჯონ სმიტს დაუკავშირდა Porsche-ს აღსადგენად.
ათწლეულების განმავლობაში გაჩერებულ მდგომარეობაში ყოფნის მიუხედავად, მანქანა გასაოცრად კარგ მდგომარეობაში იყო. შინდისფერი საღებავი, თითქმის 40 წლის შემდეგ პირველი სათანადო რეცხვის შემდეგ კვლავ გამოჩნდა, სალონის დაზიანებებიც მარტივი აღსადგენი ჩანდა.
მაგრამ, Porsche-ს დაქოქვა ასეთი მარტივი საქმე არ აღმოჩნდა. თავიდან ძრავა არ ამუშავდა, თუმცა რამდენიმე დღის შეკეთებით, 4-ცილინდრიანიც საბოლოოდ აღდგა. 46 წლის შემდეგ პირველად, კლასიკური 912 გზებს დაუბრუნდა.