სუპერქარები, თვითმფრინავი, მადრიდის რეალი, ბუგატი, კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

„აუცილებლად უნდა მეყიდა“ | რა არის რონალდუს ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი

Real Madrid-ის ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი, 75 000 000$-ის ღირებულებისაა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ ნივთის ყიდვა მას „აუცილებლობის“ გამო მოუხდა და სხვა გზა არ ჰქონდა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ, რომ საუდის არაბეთში წელიწადში დაახლოებით 300$ მილიონს გამოიმუშავებს, მაშინ გასაკვირი უკვე აღარაფერი უნდა იყოს.

თუმცა, როგორც 40 წლის სპორტსმენი ამტკიცებს, როდესაც რაღაც ზღვარს მიაღწევ, ფულს უკვე დიდ მნიშვნელობასაც აღარ ანიჭებ, მაგრამ მაინც, ადამიანური მომენტია, როდესაც უფრო მეტის მიღება გინდა. „ფულს დიდად არ ვხარჯავ. მაგალითად, საყიდლებზე არ დავდივარ. შემიძლია ვიყიდო ის, რაც მინდა. მაგრამ მე ეს არ მჭირდება“, - განმარტა მან.

ამ ყველაფრის მიუხედავადაც, რონალდუმ იმავე ინტერვიუში თავის ყველაზე ძვირად ღირებულ შენაძენზე ისაუბრა, რომელსაც უბრალო „აუცილებლობა“ უწოდა და სხვა არაფერი. ეს ძვირად ღირებული „აუცილებლობა“ კი Gulfstream-ის კერძო თვითმფრინავია, რომელიც ფეხბურთელს $75 000 000 დაუჯდა.

Gulfstream-ის დიდი ზომის ბიზნესკლასის თვითმფრინავი  ორი Rolls-Royce BR725-ის ძრავითაა აღჭურვილი. სატრანსპორტო საშუალება შიგნიდან სრულად მოწყობილია - მათ შორის აქ დაგხვდებათ ტელეფონი, ელექტრო ღუმელი, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი, ბორტზე ჩაშენებული Wi-Fi და, რა თქმა უნდა, უმაღლესი ხარისხის ავეჯი.

„[თვითმფრინავს] იმიტომ ვყიდულობ, რომ მჭირდება. მე სტანდარტული ადამიანი არ ვარ, აეროპორტში ყოფნა არ შემიძლია. შესაბამისად მჭირდება, რომ ის ვიყიდო“, - განმარტა რონალდუმ. და თუ დაუკვირდებით, უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ ლოგიკურია.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. რონალდუს კერძო თვითმფრინავის გარდა, არაერთი ძვირად ღირებული და ცნობილი სუპერქარიც ჰყავს. მისი კოლექცია 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტითაა შეფასებული, რომელშიც ჯამში 10 ეგზემპლარად დამზადებული Bugatti Centodieci-იც შეგხვდებათ.

 

მსგავსი სიახლეები