ქართული ავტოსპორტი, ფორმულა 1, კარტინგი, მათე კობახიძე, ფორმულა 4
Aa
Aa

14 წლის მათე კობახიძემ ფორმულა 4-ის ტესტები წარმატებით გაიარა

ქართული ავტოსპორტის ამომავალმა ვარსკვლავმა, 14 წლის მათე კობახიძემ, რომელიც აქამდე კარტინგში წარმატებით გამოდიოდა, გაერთიანებულ სამეფოში F4 Gen 2-ის ტესტები გაიარა. 


„პირველმა ტესტებმა შესანიშნავად ჩაიარა, ძალიან სველ გზაზე, ნახევრად სველზე და მშრალზე — მათემ ყველგან შესანიშნავი სიჩქარე და რეზულტატი აჩვენა, წინ ბევრი რამ გველის", — ვკითხულობთ მრბოლელის მამის, ვაკო კობახიძის პოსტში.

მათე კობახიძე კარტინგში რამდენიმე წელია წარმატებით ასპარეზობს — სულ რაღაც 12 წლის ასაკში პრესტიჟულ Rotax Max Nordic Challenge-ში არაერთი პოლ პოზიცია და გამარჯვება მოიპოვა.

გარდა ამისა, 2025 წლის ივნისში ევროპის ჩემპიონატის მე-2 ეტაპი, რომელიც ჩეხეთში, Steel Ring არენაზე გაიმართა, ქართველი მრბოლელის გამარჯვებით დასრულდა — კობახიძე თავისი გუნდის ტრიუმფალური გამარჯვების სათავეში დადგა — პოდიუმზე სამივე ადგილი Dan Holland Racing-ის მძღოლებმა დაისაკუთრეს, კობახიძემ კი ყველაზე მაღალი საფეხური დაიკავა. 


ცნობისთვის, საერთაშორისო წარმატებებთან ერთად, მათე კობახიძე კარტინგში საქართველოს ორგზის ჩემპიონიცაა.  

მსგავსი სიახლეები