ლამბორგინი, ტუნინგი, ვი 12, ლამბორგინი დიაბლო, ლამბორჯინი
Aa
Aa

ტუნერებმა შეძლეს და Lamborghini Diablo კიდევ უფრო გაალამაზეს

იტალიური V12-ის ღრიალი, კომოს ტბის სიმშვიდე და ნახშირბადის დახვეწილი დეტალები — Eccentrica Cars-მა თავისი განსაცვიფრებელი Diablo Restomod-ი კიდევ უფრო აგრესიული სახით წარმოადგინა. Como Car Week-ის ფარგლებში გამართულ FuoriConcorso-ს გამოფენაზე, ბრენდმა ამ ლეგენდარული ავტომობილის სპეციალური ვერსია, Pachhetto Titano გამოაჩინა.

ასევე იხილეთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა

ამ პაკეტის მთავარი მიზანი არა ცხენის ძალების დევნა, არამედ ავტომობილის ხასიათის ხაზგასმაა. ნახშირბადის ახალი, შეცვლილი პროფილის მქონე უკანა ფრთა მეტ მიმჭერ ძალას უზრუნველყოფს, ხოლო გაძლიერებული ზამბარები და შეცვლილი ადაპტური ამორტიზატორები შასის ველურ მხარეს ააშკარავებს. ძრავის მართვის ბლოკის ახალი პროგრამა კი V12-ს ბრუნთა დიაპაზონში კიდევ უფრო მეტ სისწრაფეს, რეაქტიულობასა და აგრესიულობას მატებს.


ვიზუალურად ეს ეგზემპლარი ნამდვილი შედევრია — მისი ძარა სრულად „შიშველი“, შეუფუთავი ნახშირბადის ბოჭკოსგანაა დამზადებული. სუპერქარი ასევე აღჭურვილია მსუბუქი ჭედური დისკებით, გაუმჯობესებული სამუხრუჭე სისტემის გაგრილებითაა და ახალი საჭით. Eccentrica-ს მიზანი იყო შეექმნა მანქანა, რომელიც ერთი მხრივ პატივს მიაგებს ლეგენდარულ Diablo-ს, მეორე მხრივ კი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ტრასისთვის მზაობით გვანცვიფრებს.


კომოს ტბის ფონზე გადაღებული ფოტოები ჩვენგან მხოლოდ ერთ რამეს მოითხოვს — უბრალოდ ვუყუროთ ხელოვნების ამ ნიმუშს და დავტკბეთ იტალიური დიზაინისა და ინჟინერიის ამ საოცარი ნაზავით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები