სუპერქარი, ლამბორგინი, ლამბორგინი მიურა, ძარა
Aa
Aa

შეგიძლიათ გამოიცნოთ, რომელ საკულტო სუპერქარს ეკუთვნის ეს ძარა?

ერთი შეხედვით, შესაძლოა იფიქროთ, რომ თქვენ წინაშე სტანდარტული ძარაა, უბრალოდ ლითონის ჩონჩი, არანაირი დიდი დანიშნულებით. თუმცა რეალურად, ეს საავტომობილო ისტორიისთვის მნიშვნელოვანი მანქანაა - უფრო ზუსტად კი, სუპერქარი.

მოდელი 190-იან წლებში, ავტოშოუს სცენაზე გამოჩნდა, როგორც განაცხადი. ლითონის კონსტრუქცია, რომელიც სინამშვილეში 60-იანი წლების ინჟინერიის პიკია. ეს „ავტომობილი“ 4-ლიტრიანი V12 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც უკანა მხარეს გახლდათ განთავსებული და მბზინავ შემშვებ კარბურატორებთან იყო დაწყვილებული - დეტალი, რომელიც დღესაც კი მექანიკური ხელოვნებაა.

როგორც მისმა შემქმნელებმა განაცხადეს, ის „სარბოლო პროტოტიპს წააგავს“, თუმცა ტრასებისთვის განკუთნილი მოდელი არაა. მის მიღმა მყოფმა სამმა ბრწყინვალე გონებამ ზუსტად იცოდა, რომ მათ უფროსს რბოლა არ აინტერესებდა. ამიტომაც სულ სხვა იდეა დაისახეს: მათ სარბოლო ტექნოლოგიების საჯარო გზებზე გამოტანა განიზრახეს.

თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რომელ სუპერქარზეა საუბარი, მაშინ გეტყვით, რომ ეს პროექტი L105-ის სახელითაა ცნობილი და საბოლოოდ, P400-ის შასის სახით განვითარდა. მისი ცენტრალური კორპუსი, ქვეჩარჩოები და ძირითადი კომპონენტები მხოლოდ 120 კგ-ს იწონიდა.

რადიკალურმა კონცეფციამ ძარის მწარმოებლების დიდი ყურადღება მიიპყრო, მაგრამ საბოლოო ნაბიჯი მხოლოდ ერთმა გადადგა და როგორც ამბობენ, მათ „ამ შესანიშნავი ფეხისთვის იდეალური ფეხსაცმელი“ შესთავაზა. მათმა ხელმძღვანელმა კი, პროექტი ნახვის თანავე დაამტკიცა.

ჯამპაოლო დალარას, პაოლო სტანზანის და ტესტ-მრბოლელის, ბობ უოლესის მიერ დაპროექტებული, ხოლო ბერტონეს მიერ შექმნილი ეს შასი 1966 წლის ჟენევის ავტო შოუზე წარადგინეს. ის მალევე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, ლამაზ და გავლენიან სუპერქარად იქცა. დიახ, საუბარი Lamborghini Miura-ზე გვაქვს და ავტომწარმოებელი, მომავალ წელს, მის 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 

მსგავსი სიახლეები