"Bullitt"-ის Mustang-ის რეკორდს საფრთხე ემუქრება: კენ მაილსის Shelby Mustang GT350R პროტოტიპი აუქციონზე გაიყიდება
1968 წლის Ford Mustang GT, რომელიც ფილმში “Bullitt” სტივ მაკქვინმა ატარა აუქციოზე $3.74 მილიონად გაიყიდა. ის ისტორიაში ყველაზე ძვირიანი „მუსტანგი“ გახდა. ამ რეკორდის მოხსნა ადვილი არ იქნება, თუმცა, ამისთვის Shelby Mustang GT350R პროტოტიპი ემზადება, რომელიც Mecum Auction-ის 33-ე საგაზაფხულო ღონისძიებაზე გასაყიდად გამოაქვთ. ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ეს ავტომობილი “Bullitt”-ის „მუსტანგზე“ ძვირად გაიყიდება.
ამ პროტოტიპს რამდენიმე დეტალი აქვს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. ეს არის პირველი Shelby Mustang-ი, რომელმაც სანქციონირებული რბოლა მოიგო. ზუსტად ეს მანქანაა გადაღებული კენ მაილსთან ერთად ჰაერში 1965 წლის Green Valley Raceway-ზე დალასში რბოლის დროს.
ეს პროტოტიპი შასით 5R002 ნაწილების შესამოწმებლად აიწყო და, როგორც დემო პოტენციური მყიდველებისთვის, გამოიყენებოდა. „შელბიმ“ ეს მანქანა 1966 წელს „ფორდის“ ინჟინერ ბილ კლოვსონს $4,000 -ად მიჰყიდა. კლოვსონმა ძრავა Ford XE-თი ჩაანაცვლა, რომელიც GT 40-დან ამოიღო.
საბოლოოდ, მანქანა „შელბის“ კოლექციონერ ჯონ ატცბახის ხელში 2010 წელს აღმოჩნდა. პროტოტიპი შესანიშნავ მდგომარეობაშია და 2014 წელს ფლორიდაში გამართული Amelia Island Best in Class მოიგო.
ეს Shelby Mustang-ი აუქციონზე გაზაფხულზე 12-17 მაისს სულ მცირე $3.5 მილიონად გაიყიდება. მანქანას შესანიშნავი ისტორია აქვს და დაველოდოთ გახდება თუ ვერა ისტორიაში ყველაზე ძვირიანი „მუსტანგი“.