მოდიფიცირება, კლასიკური ავტომობილები, შევროლეტი, შევროლეტი ბელ ეარი
Aa
Aa

ვიღაცამ ამ Chevy Wagon-ში მონსტრი V8 ძრავა ჩადო | ახლა მისი შეძენა თქვენც შეგიძლიათ

ამერიკულ საავტომობილო სამყაროში Chevrolet Bel Air-ი ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახელად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ათწლეულების განმავლობაში შესამჩნევად შეიცვალა, კლასიკური ვერსიების პოვნა გზებზე კვლავ შესაძლებელია. თუმცა ისეთი ეგზემპლარის პოვნა, როგორსაც დღეს გაგაცნობთ, ალბათ გაგიჭირდებათ.

თქვენ წინაშე 1967 წლის Bel Air Wagon-ი დგას, თუმცა საფუძვლიანად მოდიფიცირებული, რათა ავტოენთუზიასტები მოიზიდოს. ეს მოდელი იანვარში, Day Family Classic Car Collection-ის ფარგლებში, გასაყიდად აუქციონზეც გამოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ Chevy-ის საწყისი ფასი ჯერ არ დასახელებულა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ღირებულება სოლიდურ ნიშნულებს მიაღწევს.

რა ხდის ამ მოდელს განსაკუთრებულს? ¬— პირველ რიგში, გირჩევთ, რომ კაპოტქვეშ ჩაიხედოთ. აქ თქვენ 8.2-ლიტრიანი V8 ძრავა დაგხვდებათ, რომელიც გაუმჯობესებულ ავტომატურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული. ოფიციალური მონაცემები, თუ რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს Chevy განახლებებით არ არსებობს, თუმცა მსგავსი ძრავები, იძულებითი ინდუქციის გარეშეც, სულ მცირე 600 ცხენის ძალას აღწევენ.

ეს ყველაფერი არცაა: როგორც გითხარით, ავტოენთუზიასტთა ყურადღების მისაპყრობად, ავტომობილი თითქმის სრულად მოდიფიცირებულია. მათ შორის შეცვლილია მისი ექსტერიერიც. ახლა მოდელი ნარინჯისფრისა და მარგალიტისებრის უნიკალური კომბინაციითაა წარმოდგენილი, ამოღებულია კარის ქარხნული სახელურები, ხოლო წინა და უკანა ბამპერებს ახალი ქრომირებული საფარი აქვს. ქრომირებული საფარი ვრცელდება საბურავებზე, რომელიც SSBC-ის მუხწუჭებთანაა დაკავშირებული.

ნარინჯისფრისა და კრემისფრის კომბინაციაა ინტერიერში. განახლებულია აუდიოსისტემაც, სპეციალური ბლოკითა და ახალი დინამიკები. ოდომეტრის მიხედვით, მოდელს მხოლოდ 12 800 კილომეტრი აქვს დაფარული, თუმცა უცნობია, ეს ქარხნული გარბენია, თუ ძრავის შეცვლის შემდეგი მონაცემი. თუმცა ფაქტია, რომ ეს Chevy თავისი ახალი ძრავით შესანიშნავად გამოიყურება და თუ კლასიკური და თან მძლავრი მოდელის შეძენა გსურთ, მაშინ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა, რომელიც ახლა ბაზარზე დაგხვდებათ.

 

მსგავსი სიახლეები