Motor Trend: აჩქარების დროით Temerario მესამე ყველაზე სწრაფი ბენზინზე მომუშავე ავტომობილია
Temerario იტალიური ავტომწარმოებლის, Lamborghini-ს უახლესი სუპერქარია, თუმცა, თუ ბოლოდროინდელი ტესტირებების შედეგებს დავაკვირდებით, ის გაცილებით მაღალ დონეზე დგას და ძვირადღირებული ჰიპერქარების ტერიტორიაზეც კი გადადის. მიუხედავად იმისა, რომ V10 ძრავა აღარ არსებობს, Lambo-ს მიდგომა შესრულებისადმი მაინც არ შეცვლილა.
ცოტა ხნის წინ Motor Trend-ის გუნდმა ახალი Temerario გამოსცადა და გასაოცარი შედეგიც დაამყარა. მოკლედ ამ ავტომობილის შესაძლებლობებზეც რომ შეგახსენოთ, გეტყვით, რომ ეს მოდელი 4-ლიტრიანი BiTurbo V8 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც Plug-in ჰიბრიდულ სისტემასა და სამ ელექტროძრავას უკავშირდება. შედეგად, Temerario 907 ცხენის ძალას და 800 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, რომელიც 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფის მეშვეობით ოთხივე ბორბალზე ნაწილდება.

Motor Trend-ის გამოცდის პირობებში, Temerario-მ 0-დან 100 კმ/სთ (დაძვრიდან წამზომი 0.3 მეტრში ჩაირთო) სულ რაღაც 2.2 წამში განავითარა. ეს შედეგი Lambo-ს უახლეს სუპერქარს Motor Trend-ის მიერ ამ დრომდე გამოცდილ შიგაწვის ძრავის მქონე ავტომობილებს შორის მესამე ადგილზე აყენებს. მას მხოლოდ Ferrari SF90 Stradale Assetto Fiorano და უახლესი Porsche 911 Turbo S ასწრებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 100 კმ/სთ-იან ნიშნულზე დაჯაბნეს, 160 კმ/სთ-ის განვითარებისთვის Temerario ორ კონკურენტთან შედარებით სწრაფი აღმოჩნდა. 160 კმ/სთ ავტომობილმა სულ რაღაც 4.6 წამში განავითარა, ხოლო 240 კმ/სთ-ს 9.58 წამში მიაღწია. ეს 0.03 წამით სწრაფია SF90 Stradale-ზე, რომელიც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ სუპერქარების მეფე იყო. ამასთანავე, ეს ნიშნავს, რომ Temerario ახლა მეოთხედ მილზე ყველაზე სწრაფი ბენზინზე მომუშავე ავტომობილია, რომელიც Motor Trend-ის გუნდს ოდესმე გამოუცდია.
რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, Motor Trend-ის სრული ტრასის დასაფარად 22.3 წამი დასჭირდა. ეს 0.7 წამით ჩამორჩება Chevrolet Corvette ZR1-ს, Porsche 911 GT3 Touring-ს და McLaren 765LT Spider-ს, თუმცა უტოლდება ისეთი მოდელების შედეგებს, როგორებიცაა: Porsche 918 Spyder, Lucid Air Sapphire, Lamborghini Huracan Evo AWD და Huracan STO.