90-იანები, ალფა რომეო, კუპე, პინინფარინა, იტალიური დიზაინი, სპაიდერი, ჯი თი ვი, ბუსოს ძრავა
Aa
Aa

იყო თუ არა Alfa Romeo GTV წარმატებული?

Alfa Romeo-ს უნიკალური ავტომობილების შექმნა ყოველთვის შეეძლო. მიუხედავად ამისა იგი ხშირად კრიტიკის მიზეზია, ბევრს კი სიგიჟემდე უყვარს. მასზე ერთი რამ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კომპანიას არაერთი მოდელი ყავს შექმნილი, რომელიც ისტორიას სამუდამოდ დარჩება და გემოვნებიანია ავტომოყვარულების გულებში მუდამ იარსებებს.

დასაწყისიდან დღემდე უამრავ Alfa Romeo-ს მოდელს ვნახავთ, რომელიც გახსენებად ღირს, მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენი უახლოესი წარსულიდან ერთი მივიწყებული ავტომობილი გავიხსენოთ, რომელიც ერთ დროს სპორტული სტილის Coupe/Roadster-ი იყო და მისი ფლობა ძალიან ბევრს სურდა.

1999 Alfa Romeo Spider GTV 3.0 24v V6 Lusso For Sale By Auction

Alfa Romeo GTV ერთერთი იმ მოდელთაგანია, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იწარმოებოდა, რაც მსგავს უცნაურ მოდელებს, როგორც წესი არ ახასიათებთ ხოლმე. პირველად მან სინათლე 1993 წელს იხილა და 2004-მდე იწარმოებოდა. მის სამოდელო სიაში უამრავი ძრავის არჩევანი და შეზღუდული წარმოებისთვის განკუთვნილი მოდელი არსებობდა, რაც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ კომპანიას ამ კონკრეტულ მოდელზე დიდი იმედები ჰქონდა დამყარებული. ჩვენმა გმირმა მსოფლიო აღიარება არაერთხელ მოიპოვა. მას ისეთ საავტომობილო ნომინაციებში აქვს გამარჯვება მოპოვებული, როგორებიცაა 1995 წლის საუკეთესო ავტომობილი, საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილი და საუკეთესო სპორტული ავტომობილი. 90-იანი წლების პერიოდში, როდესაც მსგავსი ტიპის სპორტულ ავტომობილებში ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული, დაგვეთანხმებით, რომ ამგვარ ნომინაციებში გამარჯვების მოპოვება ადვილი საქმე სულაც არ იყო.

 Alfa Romeo GTV 3.0 24V Lusso 1997 - Gallery Aaldering

როგორც ზევით ავღნიშნეთ სამოდელო სიაში უამრავ ვარიანტს შეხვდებოდით, თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად 6-ცილინდრიან ატმოსფერულ ძრავას გამოვარჩევთ, რომლის მოცულობაც 3.2 ლიტრს შეადგენდა. აღნიშნული აგრეგატი მხიოლოდ განახლებულ ვერსიაში არსებობდა. მას 240 ცხენისძალა და 290 ნიუტონი ჰქონდა. 1450 კილოგრამიანი ავტომობილი 100-მდე 6 წამში ჩქარდებოდა, რაც ლეგენდარული “Busso-ს” ძრავისა და 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის დამსახურება იყო. დიდი ძრავის მოჭარბებული წონის გამო ინჟინრებმა წინა ნაწილის სიმსუბუქეზეც იზრუნეს და ავტომობილის წინა ნაწილში უამრავი პლასტმასისა და Fiberglass-ის დეტალები გამოიყენეს. შესაბამისად ავტომობილის მართვა ერთი დიდი სიამოვნება იყო. მისი მართვის უნარებს უკანა დაკიდებაში არსებული პასიური მოხვევის შესაძლებლობაც ხელს უწყობდა. ავტომობილი Brembo-ს სამუხრუჭე სისტემით იყო აღჭურვილი, რადგან მისი მონაცემების სრული რეალიზება ადვილად შესაძლებელი ყოფილიყო.

Alfa Romeo GTV 916 Engine Bay Refurb | SportsMaserati 

ავტომობილის დიზაინი Pininfarina-ს მიერ იყო შექმნილი, მისი აეროდინამიკული ფორმები ყველას ახსოვს, ვისაც ეს მანქანა ერთხელ მაინც უნახავს. ინტერიერი ჩვეულ იტალიურ სტილში იყო გაფორმებული - რუხი ფერის პლასტმასის პანელები, დამატებითი მაჩვენებელთა დაფა და „ალფასთვის“ დამახასიათებელი Momo-ს ანატომიური ტყავის სავარძლები, რომელიც ერთ დროს ამ კომპანიის სავიზიტო ბარათიც კი იყო. Strzelec77_Designer on Instagram: “Alfa Romeo Gtv redstyle #alfagtv  #bussov6 #sportcar #Zender #alfaromeogtv #pinifarina #squadra916 #gtv916  #alfarosso #porncar #carporn…”

Alfa Romeo GTV/Spyder-ის წამრატებაზე საუბრისას რთულია დარწმუნებით ითქვას ან ერთი, ან მეორე. თუ ავტომობილის წარმოების ხანგრძლივობას, მოპოვებულ ჯილდოებსა და ავტომოყვარულების განწყობას გავითვალისწინებთ, მაშინ გამოდის, რომ იგი ერთერთი წარმატებული მოდელია კომპანიის ისტორიაში, ხოლო თუ კი სრულად წარმოებულ ავტომობილთა რაოდენობას (80700 ერთეული) და იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ კომპანიას მის შემდგომ მსგავსი მოდელი აღარ გამოუშვია, მაშინ თემა სადავო გახდება. იმ ხალხს კი, ვისთვისაც ავტომობილში სპორტული უნარები, დიზაინი, სტილი და დეტალები აინტერესებს ეს ავტომობილი ყოველთვის დარჩება ოცნების მანქანად.   

 

მსგავსი სიახლეები