Lamborghini ელექტრომობილს აღარ გამოუშვებს, ბრენდი გრან-ტურიზმოს უმიზნებს
Lamborghini-მ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თავისი საწარმოო ხაზის გაფართოების გზებზე ბევრი იფიქრა. დიდი ხნის განმავლობაში, იტალიური ბრენდი 2008 წლის Estoque პროტოტიპზე დაყრდნობით, სედანის გამოშვებას აპირებდა, თუმცა ეს მოდელი SUV-ის სასარგებლოდ გააქრო — დღეს მოდელს Urus-ის სახელით ვიცნობთ და ის მართლაც შესანიშნავი მანქანაა.
ასევე იხილეთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა
ავტომწარმოებელი ამჟამად Temerario-ს, Revuelto-სა და Urus-ს ყიდის, წარსულში კი მე-4 მოდელად სრულად ელექტრო Lanzador-ი დაგვიანონსა, რომელიც 2030 წლამდე უნდა გამოსულიყო. გეგმები ისევ შეიცვალა — გასულ თვეში მოდელის შექმნის პროცესი გაჩერდა და Lamborghini კვლავ ფიქრის რეჟიმს დაუბრუნდა.
Car and Driver-თან ინტერვიუში აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რომ შემდეგი არც სედანი და არც SUV-ი, არამედ, დიდი ალბათობით, გრან-ტურიზმო იქნება.
„როცა მე-4 მოდელის იდეას განვიხილავდით, შევისწავლეთ სეგმენტები და ქვესეგმენტები, რომლებშიც Lamborghini წარმოდგენილი არ არის. მცირე ზომის SUV-ები გამოვრიცხეთ. ასევე მოვიქეცით 4-კარიანი სედანების შემთხვევაშიც, რადგან ეს სეგმენტი დღითიდღე მცირდება. ის, რაც გვაკლდა, ის, რაც ახლაც გვაკლია და ის, რაც ჩვენი კომპანიის საწყისებში გვქონდა, გრან-ტურიზმოა. შესაბამისად, იდეა 2-კარიანი 2+2 გრან-ტურიზმოა“, — განაცხადა ვინკელმანმა.
სხვა იტალიური ბრენდის CEO-ს არაფერი უთქვამს, თუმცა 2+2, ალბათ ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ასეთი მოდელი ლამბოს თითქმის ყველა მნიშვნელოვან კონკურენტს ჰყავს: Ferrari-ს, Aston Martin-სა და Bentley-ს. GT ავტომობილს Lamborghini აქამდეც განიხილავდა — 2014 წელს ბრენდმა პროტოტიპი Asterion-ი წარადგინა, თუმცა ის მხოლოდ 2 ადამიანს იტევდა.