ქართველი მრბოლელების წარმატებული კვირა ავტოსპორტში
გასული კვირა ქართველი მრბოლელებისთვის წარმატებული გამოდგა. Euronascar-ის სერიის ეტაპზე, რომელიც ესპანეთში, ვალენსიაში გაიმართა, Team Bleekemolen-ის პილოტმა სანდრო თავართქილაძემ ღია დივიზიონში მასტერსის თასზე პირველი ადგილი დაიკავა.
ასევე იხილეთ: ქართველი მრბოლელები, რომლებმაც სამშობლო ქვეყნის გარეთ ასახელეს
სადებიუტო რბოლა გამართა პირველმა სრულად ქართულმა გუნდმა Kolkhi GRT-მაც. სამწუხაროდ, პრო კატეგორიაში დათა ქაჯაიამ რბოლის დასრულება ძრავის პრობლემების გამო ვერ შეძლო, თუმცა გუნდმა ხარვეზები დროულად გამოასწორა და მეორე პილოტმა, მარიამ დავითიძემ ქალთა ღია კატეგორიაში მე-3 ადგილის დაკავება მოახერხა. წარმატებული დებიუტი გამოუვიდა სანდრო ქაჯაიასაც (Team Bleekemolen), რომელმაც Rookie ჩათვლაში მე-4 პოზიცია დაიკავა.

პარალელურად, სეზონი გაიხსნა ბრიტანეთის ფორმულა 4-ის ჩემპიონატშიც, სადაც ქართული ავტოსპორტის ამომავალი ვარსკვლავი, მათე კობახიძე ასპარეზობს. XCel-ის ქართველი პილოტი დონინგტონის ეტაპის შემდეგ Rookie Cup-ის ჩათვლაში მე-3 ადგილს იკავებს. 