90-იანები, მილიარდერი, მერსედესი, მერსედეს ბენცი, ტურბო, ლოტეჩი, ვი 8, სპეციალური მოდელი
Aa
Aa

სპეციალური შეკვეთის Lotec C1000 Benz-ის გულით

ამ ავტომობილის შექმნის ისტორია საკმაოდ ბუნდოვანია და მხოლოდ მცირე დეტალებია ცნობილი. ერთი ის ვიცით, რომ კომპანია Lotec-ს მდიდარი არაბი ბიზნესმენი 1990 წელს თხოვნით დაუკავშირდა, რომ მისთვის ყველაზე სწრაფი მანქანა შეექმნათ. აღნიშნული კომპანია გერმანული წარმომავლობით სარგებლობდა და სპორტული ბოლიდების შექმნაზე იყო ორიენტირებული. Lotec-მა აღნიშნული გამოწვევა მიიღო და მისი ინჟინრები საქმეს შეუდგნენ.

The One-Off 90s Hypercar That Never Proved Its Bugatti-Beating 268 mph Top  Speed

 ეს „სუპერქარი“ თუ ვინმეს რაიმეთი დაამახსოვრდა, მისი ფუტურისტული დიზაინი და ძალიან ძლიერი მონაცემები იყო. ავტომობილი Mercedes Benz-ის 8-ცილინდრიანი 5.5 ლიტრი მოცულობის ძრავით იყო აღჭურვილი, რომელსაც დამატებით ორი ტურბო დაუყენეს. აგრეგატი ძარის ცენტრში იყო განთავსებული და 855 ცხენისძალას და გამაოგნებელ 990 ნიუტონს გამოიმუშავებდა, რომელიც თავის პიკს სულ რაღაც 3600 ბრუნზე აღწევდა. ავტომობილის აეროდინამიკაზე ინჟინრებმა ბევრი იმუშავეს, რადგან ძალა არაფერია, თუ იგი ჰაერის ნაკადს შესაბამისად არ ისხლიტავს. საბოლოოდ ავტომობილმა სენსაციური მონაცემები დააფიქსირა, მაქსიმალური სიჩქარის ნიშნული 374 კმ/სთ-ს აღწევდა, ხოლო 100-მდე აჩქარება კი 3.2 წამში იყო შესაძლებელი. ამ მონაცემების დემონსტრირებას ავტომობილის ძალიან დაბალი წონაც ხელს უწყობდა, იგი სულ რაღაც 1080 კილოგრამს იწონიდა და ეს კარბონის ძარის დამსახურება იყო, შესაბამისად ნებისმიერი მოსახვევის დაძლევა მისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა.

1,000-HP Lotec C1000 Is A Weird One-Off Supercar With A 268-MPH Top Speed

 Lotec C1000 კომპანიას 2.2 მილიონი დოლარი დაუჯდა და იგი შემკვეთს 3.5 მილიონად მიყიდეს. ამ სარფიანმა გარიგებამ კომპანიას ძალიან დიდი მოგება მოუტანა. აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რომელიც ბევრმა არ იცის, ეს ავტომობილი მხოლოდ ორი ერთეული ააწყვეს, პირველი ტესტირებაზე ავარიის გამო განადგურდა, ხოლო მეორე მფლობელმა გადამალა. ეს ავტომობილი ბოლოს 2015 წელს აუქციონზე გამოჩნდა. მის ოდომეტრზე სულ რაღაც 4000 კმ-ზე ოდნავ მეტი გარბენი იყო დაფიქსირებული და აუქციონის ფასი 1.2 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები