ავარია, მოტოციკლი, ბიემვი, უცნაური, სუზუკი, ბიემვი მესამე სერია, ბმვ
Aa
Aa

სიურრეალისტური ავარია | BMW-სთან შეჯახების შედეგად მოტოციკლი შუქნიშანზე „ჩამოეკიდა“

ზოგიერთი ავტოსაგზაო შემთხვევა უფრო ჰოლივუდურ ბოევიკს ჰგავს, ვიდრე რეალობას და თან ხილული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წამებში სიტუაცია ჩვენ საწინააღმდეგოდ მობრუნდეს. ამ სიურეალისტურმა ინციდენტმა კი სასწრაფო და სამაშველო დახმარების გამოცდილი ეკიპაჟებიც კი გაოცებული დატოვა, რადგან შემთხვევის ადგილზე მისულებს მოტოციკლი შუქნიშანზე „ჩამოკიდებული“ დახვდათ.

შემთხვევა შაბათს, შუადღის სამი საათისთვის მოხდა. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, სუპერბაიკი, რომელიც, სავარაუდოდ, Suzuki GSX-R1000R 40th Anniversary Edition-ი უნდა იყოს, ვერცხლისფერი BMW-ს მესამე სერიის სედანთან შეჯახების შედეგად ჰაერში ავარდა. ამის შემდგომ მოტოციკლმა მცირე დისტანციაზე „იფრინა“ და შუქნიშნის ჰორიზონტალურ რკინის კონსტრუქციას წინა ბორბლით გამოედო.

როგორც ადგილობრივი კამერებიდან ირკვევა, BMW-ის მძღოლი სავაჭრო ცენტრის შესასვლელთან მარჯვნივ მოხვევას ცდილობდა. თუმცა თუ შეჯახების შემდეგ ბაიკის გადავარდნის დისტანციას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიღებულ შედეგებში მის სისწრაფესაც დიდი როლი ეთამაშა. ყოველ შემთხვევაში, მოტოს მძღოლს საკმარისი რეაგირებისთვის დრო ნამდვილად არ ჰქონდა.

ვიდეოდან ჩანს, რომ ბაიკერმა მუხრუჭებს მთელი ძალით დააჭირა — იმდენად, რომ მოტოციკლის უკანა ბორბალი ჰაერში აიწია. თუმცა შეჯახება უკვე გარდაუვალი იყო. მოტოციკლი შუქნიშანზე ავარდა, ხოლო თავად მძღოლი ასფალტზე დაენარცხა. ახლა ის სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბევრად იღბლიანი აღმოჩნდა BMW-ის მძღოლი, რომელიც ინციდენტს უვნებლად გადაურჩა. რაც შეეხება ბაიკს, ის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიწაზე დააბრუნეს, ადგილი კი ნამსხვრევებისგან გაწმინდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები