სუპერ მაქსის ეფექტი! | ნიურბურგრინგის 24-საათიანი რბოლის ბილეთები ისტორიაში პირველად ამოიყიდა
ნიურბურგრინგის 24-საათიანი რბოლა 1970-იანი წლებიდან ტარდება, რაც მას გამძლეობის რბოლების ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებად აქცევს. მიუხედავად ამ სტატუსისა, 2026 წელი პირველი იქნება, როდესაც ორგანიზატორებმა ყველა ბილეთის გაყიდვა შეძლეს — ამ „ჰაიპის“ მთავარი მიზეზი კი არც მეტი, არც ნაკლები, მაქს ფერსტაპენია.
მას შემდეგ, რაც ფორმულა 1-ის უკვე ლეგენდარულმა ჩემპიონმა სერიოზულად დაიწყო ინტერესის გამოხატვა GT-სა და გამძლეობის რბოლების მიმართ, ფანების ნაკადი „მწვანე ჯოჯოხეთს“ მიაწყდა.

ფერსტაპენის ეფექტი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ნიურბურგრინგის გამძლეობის სერიის (NLS) ორგანიზატორებმა 2026 წლის კალენდარიც კი შეცვალეს, რათა მაქსს 24-საათიან რბოლამდე მოსამზადებელ ეტაპებზე მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდა. თუ აქამდე ნიურბურგრინგის რბოლა უფრო ავტოსპორტის უფრო ნიშური ნაწილი იყო, სუპერ მაქსმა ის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მოვლენად აქცია.
გულშემატკივრებს სურთ ნახონ, როგორ გაუმკლავდება მისი აგრესიული მართვის სტილი ნორდშლაიფეს სახიფათო მოსახვევებს GT ავტომობილით. 2026 წლის რბოლაზე 160-ზე მეტი ეკიპაჟია რეგისტრირებული, რაც ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა გამძლეობის რბოლების პოპულარიზაციისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით თუ მაქსი მომავალში ლე მანის 24 საათზეც გავა.

როგორ ფიქრობთ, შეძლებს ფერსტაპენი ფორმულა 1-ის მილიონობით ფანის გადმოყვანას Endurance რბოლების სამყაროში, თუ ეს მხოლოდ დროებითი ინტერესია მისი პიროვნების გარშემო?