ვინ დიზელი, ფორსაჟი, აწყვეტილები, შოუბიზნესი, სერიალი
Aa
Aa

„ფორსაჟი“ არასდროს მთავრდება | მალე სერიალსაც ვიხილავთ

სამყაროში სამი რამ გარანტირებულია  — სიკვდილი, გადასახადები და „ფორსაჟის“ ახალი ნაწილები. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს უკვე მივეჩვიეთ NBCUniversal-ის ბოლო განცხადება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა — საუბარია არა მორიგ სრულმეტრაჟიან ფილმზე, არამედ სერიალზე!

თუ ფიქრობდით, რომ „ოჯახი“ მხოლოდ კინოთეატრების ეკრანებით შემოიფარგლებოდა, შეცდით: ვინ დიზელი აღმასრულებელ პროდიუსერად გვევლინება ახალ პროექტში, რომელიც სტრიმინგ პლატფორმა Peacock-ისთვის მზადდება.

ასევე იხილეთ:  როგორ გაანადგურა „ფორსაჟმა" საავტომობილო კულტურა 

„Peacock-ი ფორსაჟის სამყაროში ოთხ შოუს გამოუშვებს“, — განაცხადა დიზელმა. ჯერჯერობით ბოლომდე ნათელი არ არის, საუბარია ოთხ სხვადასხვა სერიალზე თუ ოთხ ეპიზოდზე, რომლებიც ერთმანეთთან იქნება გადაჯაჭვული. თუმცა, Deadline-ის წყაროები ამტკიცებენ, რომ საუბარია სწორედ სერიალებზე და ერთ-ერთზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

ვინ დიზელის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფანები დაჟინებით ითხოვდნენ პერსონაჟების ისტორიების გაღრმავებას და ტელესერიალების სივრცეში გადანაცვლებას, რაც საბოლოოდ რეალობად იქცა.

პროექტში დიზელთან ერთად ჩართული არიან ნილ მორიცი, კრის მორგანი და სხვა პროდიუსერები, რომლებსაც „ფორსაჟის“ ფრენჩაიზთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ეს ყველაფერი ლეგენდარული ფრენჩაიზის პირველი ნაწილის 25-ე წლისთავზე მოხდება.

ეს სიახლეები ნამდვილად დაეხმარება ფანებს (თუკი ასეთები შემორჩნენ) ემოციების შენარჩუნებაში 2028 წლის 17 მარტამდე, როდესაც ფინალური ფილმის, Fast Forever-ის პრემიერა იგეგმება.

მსგავსი სიახლეები