ხვიჩა კვარაცხელია PSG-ის ვარჯიშზე ახალი ავტომობილით მივიდა
PSG-ისა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას, საავტომობილო გემოვნება აქამდეც არ დაეწუნებოდა, თუმცა სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელებულმა კადრებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.
Kvaratskhelia qui arrive à l’entraînement aujourd’hui avec une nouvelle voiture, Rolls-Royce Spectre à 429.000€ ????❤️???? pic.twitter.com/NNGkYywvma
— lélé ❤️???? (@Julien_27LS) July 27, 2026
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიდის პარიზული კლუბის ვარჯიშზე კვარაცხელია ახალი Rolls-Royce Spectre-ით. ეს ბრიტანული ბრენდის მდიდრული საკრუიზო ავტომობილია, რომელიც გაყიდვაში 2023 წლიდან გამოჩნდა და მისი ფასი, საშუალოდ, კომპლექტაციის მიხედვით, 422 000-დან 600 000 დოლარამდე მერყეობს. წარსულში ქართველი ფეხბურთელი ისეთი მოდელების საჭესთანაც გვინახავს, როგორებიცაა Mercedes-Benz G-Class-ი, Mercedes-AMG GT და Lamborghini Revuelto.