ჯერემი კლარკსონი, ელექტრომობილები, ვოლვო, ვოლვო იეს90
Aa
Aa

„ყველაზე იდიოტური მანქანა, რომელიც მიტარებია“ | ჯერემი კლარკსონი Volvo-მ ქუჩაში დატოვა

Top Gear-ის ლეგენდარულ წამყვანს, ჯერემი კლარკსონს, სახლში დასაბრუნებლად სხვისი დახმარება დასჭირდა მას შემდეგ, რაც 80 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებულმა ავტომობილმა, რომელსაც ის ტესტავდა, კარები უბრალოდ არ გაუღო. გამოცემა The Times-ისთვის მომზადებული სრულად ელექტრონული Volvo ES90-ის მიმოხილვა მან ავტომობილის მდიდრული სალონისა და ხარისხიანი მასალების ქებით დაიწყო.

„გარედან მაინცდამაინც ელეგანტურად არ გამოიყურება — უზარმაზარ ჰეჩბექს ჰგავს, რომელიც ოდნავ გასუქდა — თუმცა, როგორც კი სალონში ჯდები, ყველაფერს პატიობ,“ — წერდა ის.

ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ შეხვედრა დასრულდა და წამყვანმა ავტომობილში ჩაჯდომა და სახლში დაბრუნება სცადა. მისი თქმით, მიუხედავად მრავალჯერადი მცდელობისა, ავტომობილის ბარათის სისტემამ, რომელიც სასტუმროს ნომრის ბარათის პრინციპით მუშაობს, კარი არ გააღო. 

ვინაიდან სათადარიგო ფიზიკური გასაღები არ აღმოაჩნდა, მას სახლში მისასვლელად ალტერნატიული გზის მოძიება დასჭირდა.

„ასეთ დროს იძულებული ხარ ვიღაცას გაჰყვე სახლში და სპეციალისტი გამოიძახო. ჩემს შემთხვევაში ეს მარტივად მოგვარდა — ოსტატი მალევე მოვიდა, მანქანა ჩემს სახლთან მოიყვანა და მითხრა, რომ ტვინი ხელახლა დაუპროგრამა, ახლა კი კარის გასაღებად ბარათი უშუალოდ სახელურზე უნდა გადამესვა“, — წერს ჯერემი.

მისი თქმით, ელექტრომობილში შესაღწევად ბარათის გადასმა 14-ჯერ დასჭირდა, თუმცა, როდესაც როგორც იქნა სალონში აღმოჩნდა, საინფორმაციო-გასართობ ეკრანზე კიდევ ერთი შეცდომის შეტყობინება დახვდა. ამჯერად სისტემა იუწყებოდა, რომ ოპერაციული სისტემა გასაღებს ვერ აღიქვამდა. „ხელი ჩავიქნიე“ — დასძენს ტელეწამყვანი.

„ES90-თან დაკავშირებით მედიისა და მომხმარებლებისგან დღემდე უამრავი პოზიტიური გამოხმაურება მივიღეთ. ჩვენთვის ცნობილია გასაღების ამოცნობასთან დაკავშირებული ხარვეზების რამდენიმე ცალკეული შემთხვევის შესახებ. ამ საკითხებს პრიორიტეტულ რეჟიმში ვიკვლევთ და ვმუშაობთ, რომ პრობლემა უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას“, — განაცხადეს Volvo-ში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები