სუპერქარები, ავტოკოლექცია, კრიშტიანუ რონალდუ, მერსედეს აიემჯი უანი, ბუგატი ჩენტოდიეჩი, ფერარი დაიტონა ესპი3, ფერარი მონცა
Aa
Aa

„ჩემი სათამაშოები“ | კრიშტიანუ რონალდუ თავისი ავტოფარეხიდან ფოტოებს აქვეყნებს

წესით, გემახსოვრებათ ის ცნობილი ინტერვიუ, კრიშტიანუ რონალდუმ თავისი ავტომობილების რაოდენობა ზუსტად რომ ვერ დაასახელა. თუმცა მაშინ, პორტუგალიელი სუპერვარსკვავის „ნავარაუდები“ რიცხვიც კი, შჭთამბეჭდავი იყო. როგორც მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, მის ავტოფარეხში 40 თუ 41 ავტომობილია და მის მანქანებისადმი სიყვარულსაც თუ გავიხსენებთ, რა გასაკვირია, რომ ამ მოდელების უმეტესობა ძვირად ღირებული და იშვიათი სუპერქარია. 

ჩვენს მოსაზრებას კი, რონალდუს მიერ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც ამყარებს. პორტუგალიელმა Instagram-ის ახალი პოსტით გამომწერებს თავისი ავტოფარეხიდან „მინი-ტური“ შესთავაზა. რონალდუ ავტოფარეხში წითელი ფერის Ferrari-ზე პოზირებს, პოსტს კი წარწერა - „ჩემი სათამაშოები“ (My Toys) ერთვის. ფოტოებზე ჩანს თანამედროვე შოურუმის სტილში მოწყობილი ავტოფარეხი, რომელშიც არაერთი ძვირად ღირებული სუპერქარია განთავსებული.

გამოქვეყნებულ ფოტოებზე მარტივად შესამჩნევია Bugatti Chiron-ი, ასევე Ferrari, Porsche, Rolls-Royce და სხვა პრემიუმ კლასის ავტომწარმოებლების მოდელები. თუმცა თავად პორტუგალიელს მოდელების არ დაუსახელებია. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიშტიანუს ავტოფარეხში Ferrari SP3 Daytona, Ferrari Monza SP1, McLaren Speedtail-ი, Mercedes AMG One, Bugatti Centodieci და Ferrari Purosangue ნამდვილად ინაება. 

კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც უკვე მილიარდერიც გახლავთ, სპორტულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტოკოლექციონრიცაა. სხვადასხვა პერიოდში, პორტუგალიელი არაერთი ექსკლუზიუსი მოდელის საჭესთან გვინახავს. თუმცა, როგორც სტატიის დასასყისში ნახსენებ ინტერვიუში კრიშტიანუმ აღიარა, მას ფაქტობრივად ყველაფრის შეძენა შეუძლია, რაც სურს, თუმცა ამის სურვილი უბრალოდ აღარ აქვს. ეს მარტივი ასახსნელიცაა იმ ფაქტით, რომ პორტუგალიელი საუდის არაბეთში წლიურად დაახლოებით $300 მილიონს გამოიმუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ: რონალდუს ეგზოტიკური კრიშტიანუ ავტოფარეხი

მიუხედავად იმისა, რომ „საყიდლებისგან თავს იკავებს“, სუპერქარებით გატაცება ფეხბურთელს მაინც არ მოუშლია. მის ავტოფარეხში არაერთი უიშვიათესი მოდელი გხვდება, მათ შორის Bugatti Centodieci, რომელიც მხოლოდ 10 ეგზემპლარად არსებობს, ასევე 2019 წლის McLaren Senna, 2017 წლის Bugatti Chiron და სხვა მოდელები.

მსგავსი სიახლეები