V8-ძრავიანი Audi პოლიციის უნივერსალ BMW-ებს ვერ გაექცა
პოლიციამ მოპარული S5 „ჭუკივით დაიჭირა“
ბრიტანეთის პოლიციამ ახლახან 17 წლის მძღოლის დევნის კადრები გამოაქვეყნა. ეჭვმიტანილი Audi S5-ის საჭესთან იჯდა. ვიდეო ცხადჰყოფს, რომ პოლიციისგან გაქცევის მცდელობა ყოველთვის ცუდი გადაწყვეტილებაა... რაც არ უნდა კარგ ავტომობილზე იჯდე, ან თავი „ფორსაჟის“ გმირი გეგონოს.
ვიდეოში ნაჩვენები Audi S5 მოპარული ავტომობილი იყო. მისი მძღოლი კი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა (რატომღაც მოპარული მანქანით რომ „კატაობდე”), რაც კადრებშიც გამოჩნდა. პატარა ქურდბაცაცას ჩქაროსნული მანევრის შემდეგ BMW 3 Series-ის ორი ეკიპაჟი და ერთიც X5-ით მოძრავი ეკიპაჟი გამოეკიდა.
შეგახსენებთ, რომ S5-ის ეს მოდელი 4.2-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავით არის აღჭურვილი და 354 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როგორც აღმოჩნდა სიმძლავრის ეს რაოდენობა მძღოლისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ პოლიციის BMW-ებისგან თავი დაეღწია. სამართალდამცავები Audi-ს რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხდაფეხ მიჰყვებდნენ. დევნისას კი მათი სიჩქარე 225 კმ/სთ-საც აღემატებოდა.
ერთ-ერთ ეტაპზე დამნაშავის შესახებ ინფორმაცია იქვე მყოფ Audi Q7-ის ეკიპაჟს გადასცეს, რომელმაც ავტომობილი მოატრიალა და ეჭვმიტანილის მანქანას წინ ჩაუდგა. კონტაქტის შემდეგ S5 დაზიანდა, პოლიციელებმა ის ალყაში მოაქციეს და მთელი ეს ისტორია დამნაშავის დაჭერით დასრულდა.
საინტერესო ისაა, რომ ქურდის აყვანისას პოლიციამ სხვა ავტომობილების, კერძოდ Audi-ის, Ford-ის, Mercedes-ისა და BMW-ის გასაღებებიც იპოვა. სავარაუდოდ ქურდსა და მის თანამზრახველს სხვა მანქანებიც ჰქონდათ მოპარული.
17 წლის მძღოლმა დანაშაული, მაგრამ ეს მის მდგომარეობას ვერ შეამსუბუქებს. ქურდბაცაცას მალე ჩააყუდებენ...