იუთუბერი, ფორდი, ტუნინგი, ფორდ მოდელ თი, ტურბინიანი ძრავა, ტურბოჩაბერვა
Aa
Aa

ცნობისმოყვარე იუთუბერმა Ford Model T ტურბოჩაბერვით აღჭურვა

რომელი უფრო ადრე შეიქმნა: ლეგენდარული Ford Model T თუ ტურბოჩაბერვა? პასუხმა შესაძლოა გაგაოცოთ — ტურბო უფრო ძველია! შვეიცარიელმა ინჟინერმა ალფრედ ბიუშიმ ტურბინის პატენტი ჯერ კიდევ 1905 წელს მიიღო, ხოლო ჰენრი ფორდმა Model T 1908 წელს გამოუშვა.

საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, ამ ორ ისტორიულ ტექნოლოგიურ მიღწევას ერთ-ერთ ამერიკულ ავტოფარეხში თავი ერთად მოუყარეს. YouTube არხის, Merlin's Old School Garage-ის მფლობელმა, მერლინ ჯონსონმა გადაწყვიტა თავის Model T-ზე, რომლის ქარხნული 2.9-ლიტრიანი 4-ცილინდრიანი ძრავი სულ რაღაც 20 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, Kubota-ს კომპაქტური ტრაქტორის ტურბო დაეყენებინა.

მთავარი ტექნიკური გამოწვევა: ზეთის სისტემა

ტურბინის ფიზიკურად მიმაგრება რთული არ ყოფილა — მერლინმა ქარხნული კოლექტორი გაჭრა და ტურბინა პირდაპირ ზედ დაამაგრა. თუმცა, მთავარი თავსატეხი ზეთის სისტემა აღმოჩნდა.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?

Model T-ის ძრავს ზეთის ტუმბო საერთოდ არ აქვს — ზეთი ძრავში მქნევარას ბრუნვისას შხეფების პრინციპით ცირკულირებს. ტურბინა კი ზეთის მუდმივი წნევის გარეშე წამებში გადაიწვებოდა. მექანიკოსმა გენიალური გამოსავალი იპოვა: მან მქნევარას ცენტრიდანული ძალა გამოიყენა, რომელმაც ზეთი სპილენძის მილში ატყორცნა და ტურბინა შეზეთა, საიდანაც სითხე უკან ძრავში გადაედინება.

ტესტმა აჩვენა, რომ სისტემა იდეალურად მუშაობს — ზეთი არ არსად ჟონავს, ხოლო ტესტ-დრაივზე ავტომობილმა შესამჩნევი მატება აჩვენა — მაქსიმალური სიჩქარე 37 კმ/სთ-იდან 45 კმ/სთ-მდე გაიზარდა, ტურბინამ 0.4 ბარი (6 PSI) დაბერვა აჩვენა, ხოლო 100 წლის ძრავმა ეს დატვირთვა უპრობლემოდ აიტანა და არ აფეთქებულა...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები