უსადენო დამუხტვა, ელექტრომობილები, ჰონდა, დამუხტვა
Aa
Aa

Honda მძღოლებს მოძრავი ელექტრომობილის დამუხტვის საშუალებას მისცემს

თუ ამ იდეას განხორციელება უწერია, ელექტრომობილების მძღოლების ერთ-ერთი უდიდესი თავის ტკივილი წარსულს სამუდამოდ ჩაბარდება.

მანქანების უსადენო დამუხტვა ახალი ხილი არ არის — Porsche ამ მიმართულებით უკვე დიდი ხანია მუშაობს და Cayenne Electric-ისთვის უსადენო დამმუხტველი პანელი უკვე ოფციის სახითაც კი არის ხელმისაწვდომი. მაგრამ რა ითქმის მოძრაობისას უსადენო დამუხტვაზე? ერთი შეხედვით ეს ჯერ კიდევ შორეულ მომავალს ჰგავს, თუმცა რეალობა ნელ-ნელა იცვლება.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda

ჯერ კიდევ 2022 წელს Stellantis-მა განაცხადა, რომ ტესტავდა მოძრაობისას ინდუქციური დამუხტვის ტექნოლოგიას. ახლა კი Honda-მ (დიახ, ზუსტად იმ Honda-მ, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავისი შემდეგი თაობის ელექტრომობილების სტრატეგია გადაახალისა) ოფიციალურად დაადასტურა, რომ ამ ტექნოლოგიაზე ორ პარტნიორ კომპანიასთან — სამშენებლო და საგზაო ინფრასტრუქტურის სპეციალისტებთან, Taisei-სა და Taisei Rotec-თან ერთად მუშაობს.

როგორ მუშაობს DWPT სისტემა?

ტექნოლოგიას, რომელსაც საკმაოდ გრძელი სახელი აქვს — Dynamic Wireless Power Transfer. ის 3 მთავარ კომპონენტს აერთიანებს — მიწისქვეშა მუდმივი დენის კვების წყარო, გზის საფარში ჩაშენებული ენერგიის გადამცემი ბლოკები და ავტომობილში დამონტაჟებული ენერგიის მიმღები ბლოკი.

როდესაც ავტომობილი გზაზე მიდის, ალტერნატიული მაგნიტური ველი მანქანას მუხტავს — ეს მარტივი და გენიალური ფიზიკაა. სისტემის მიზნობრივი სიმძლავრე 150 კილოვატამდეა, ხოლო წონის გათვლილი ზღვარი 20 ტონამდე ადის. ეს ნიშნავს, რომ ტექნოლოგია თანაბრად იმუშავებს როგორც ჩვეულებრივი სამგზავრო ავტომობილებისთვის, ისე მძიმე კომერციული სატვირთოებისთვისაც.

Honda-ს ცნობით, 2026 წლის ბოლოსთვის იაპონიაში, ქალაქ სატტეში მდებარე Taisei-ს მომავლის ტექნოლოგიების ცენტრში სპეციალური სატესტო გზის მშენებლობა დაიწყება, სადაც სისტემის გამძლეობა, წარმადობა და უსაფრთხოება შემოწმდება. უკვე 2027 წლის გაზაფხულიდან კი რეალურ პირობებში ტესტირება იაპონიაში, ჩიბას პრეფექტურაში არსებულ Tateyama Expressway-ს ავტომაგისტრალზე დაიწყება.

მსგავსი ტექნოლოგიის უპირატესობები აშკარაა: ის აგვარებს დამუხტვის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებს და საშუალებას მისცემს ავტომწარმოებლებს, ელექტრომობილებზე ბევრად პატარა, იაფი და მსუბუქი ბატარეები დაამონტაჟონ.

თუმცა, არსებობს მეორე მხარეც: მთელი ამ ინფრასტრუქტურის დასამონტაჟებლად არსებული გზების სრულად აყრა და გადათხრა იქნება საჭირო, რაც ძვირადღირებული, დროში გაწელილი და არასახარბიელო პროცესია. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    Honda 2030 წლამდე 15 ჰიბრიდულ მოდელს გამოუშვებს და მათ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვავს
    Honda 2030 წლამდე 15 ჰიბრიდულ მოდელს გამოუშვებს და მათ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვავს