ბიემვი, ტოიოტა, ტოიოტა კოროლა, ბეემვე, ბიემვი ნოიე კლასე, მარკეტინგი
Aa
Aa

BMW-მ 90-იანების Toyota-ს გაშარჟება სცადა — შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა

კონკურენტებზე ხუმრობა BMW-ის მარკეტინგის დამახასიათებელი ნიშანი ოდითგანვე იყო — გულშემატკივრებს, ალბათ, ყველაზე სასიამოვნოდ თანამემამულე Mercedes-თან დაპირისპირება გაახსენდებათ... მიუხედავად ამისა, ამჯერად უახლესი Neue Klasse-ს პოპულარობის გასაზრდელად ბავარიელები ისეთ ავტომწარმოებელსა და მოდელს შეეხნენ, რომელიც შეიძლება ყველას არ უყვარს, თუმცა ნამდვილად არავის სძულს... ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში ბავარიელებმა 1991 წლის Toyota Corolla-ს ფოტო გამოაქვეყნეს და ის „მოსაწყენ დიზაინად“ შეაფასეს, რასაც ინტერნეტსივრცეში ბრენდის მიმართ მწვავე კრიტიკისა და ირონიის ტალღა მოჰყვა.

ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია

პოსტის პირველ ფოტოზე წარმოდგენილია ხელოვნური ინტელექტით გენერირებული 90-იანი წლების ემბლემამოცლილი სედანი, რომელიც მე-7 თაობის Toyota Corolla-ს იდენტურია. პოსტის მეორე სლაიდზე კი ახალი თაობის BMW X5-ის (G65) წინა მხარეა წარმოდგენილი, წარწერით: „ჩვენ უბრალოდ მანქანებს არ ვქომაგობთ — ჩვენ მათ ხასიათს ვქმნით“.

ბუნებრივია, საზოგადოებამ ბავარიელების ეს მცდელობა, 36 წლის ეკონომ კლასის სედანი ახალი თაობის ფლაგმანურ ქროსოვერთან შეედარებინა, უარყოფითად მიიღო. კომენტარების ველი მყისიერად აივსო ენთუზიასტების მხარდამჭერი რეპლიკებით, რომლებიც Toyota-ს უპრეტენზიო დიზაინსა და მის ლეგენდარულ გამძლეობას იცავდნენ. „ეს მოსაწყენი კი არა, კლასიკაა!“ — წერდა ერთ-ერთი მომხმარებელი, სხვებმა კი ირონიულად აღნიშნეს, რომ BMW-ს მარკეტინგის გუნდს ჯერ კიდევ ჰქონდა დრო, პოსტი უმტკივნეულოდ წაეშალა.

View this post on Instagram

A post shared by BMW (@bmw)

კრიტიკის ძირითადი ტალღა თავად BMW-ს თანამედროვე დიზაინს, კერძოდ Neue Klasse სტილს შეეხო. მრავალმა მიმომხილველმა ეს ნაბიჯი ე.წ. „Rage Bait“ მარკეტინგად (ხალხის გაღიზიანებაზე გათვლილ პროვოკაციად) შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანული მარკის რამდენიმე ერთგულმა ფანმა ბრენდი დაიცვა, აუდიტორიის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შედარებები ბავარიული ბრენდის ისტორიულ პრესტიჟს მხოლოდ აზიანებს...

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები