აშშ, ფორდი, ჯენერალ მოტორსი, კორონავირუსის პანდემია, ფიატ კრაისლერი
Aa
Aa

კორონავირუსს ვერც ამერიკული ავტომწარმოებლები გადაურჩნენ

ჩრდილოეთ ამერიკაში კორონავირუსი ვრცელდება. ავტომწარმოებლებს კრიზისულ მდგომარეობაში გადაწყვეტილების მიღება უწევთ.

კორონავირუსის პანდემიას მხოლოდ იტალიური ავტომწარმოებლები არ დაუზიანებია. დეტროიტის ავტომწარმოებლებმა Ford-მა, General Motors-მა და Fiat Chrysler Automobiles-მა ქარხნების დროებით დახურვა გადაწყვიტეს.  Ford-მა, GM-მა და FCA-მ განცხადება გააკეთეს, რომ ქარხნები სულ მცირე 30 მარტამდე დაიკეტება.ხელახლა გაღება ამ პერიოდში მდგომარეობის დაკვირვების შემდეგ გადაწყდება.

ამერიკულმა ავტომწარმოებლებმა მსგავსი განცხადებები გამოქვეყნეს, სადაც საუბარი იყო, იმ ზომებზე, რასაც კორონავირუსის გამო იღებენ. GM-ის განცხადებით, ქარხნები ნელ-ნელა „მოწესრიგებული თანმიმდევრობით“ დაიხურება.

FCA-მ GM-ის განცხადებიდან, რამდენიმე საათის შემდეგ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. მათი ქარხნებიც ნელ-ნელა დაიხურება და მარტის ბოლომდე ასე დარჩება.

არც ერთი ავტომწარმოებლის განცხადება მოიცავდა ინფორმაციას მიიღებენ თუ არა ამ კომპანიების თანამშრომლები წარმოების შეჩერების პერიოდში კომპენსაციას. Associated Press-ის თქმით, ქარხნების დახურვა 150 000 თანამშრომელს დააზარალებს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები