Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  12:15

ფორმულა 1-ს აღმასრულებელი დირექტორის პოსტს სტეფანო დომენიკალი დაიკავებს

ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა! Lamborghini-ს ხელმძღვანელი შემდეგ წელს ფორმულა 1-ს დაუბრუნდება.  

დომენიკალი ფორმულა 1-ს პრეზიდენტისა და აღმასრულებელი დირექტორის როლს 2021 წლის იანვრიდან დაიკავებს. ის ჩეიზ კერის ჩაანაცვლებს. კერი კი დირექტორთა საბჭოს წევრის როლს შეასრულებს.

მიხარია, რომ ფორმულა 1-ს შევუერთდები. სპორტი ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოველთვის იყო. იმოლაში დავიბადე. მოუთმენლად ველი, როდის მექნება კონტაქტი გუნდებთან, სპონსორებთან, სხვა პარტნიორებთან და სპორტის განვითარებაზე ერთად ვიზრუნებთ“. - ამბობს დომენიკალი.

„6 წელი „აუდიში“ და შემდეგ „ლამბორგინის“ ხელმძღვანელის თანამდებობაზე კარგი გამოცდილება იყო, რასაც ფორმულა 1-ში აუცილებლად გამოვიყენებ“ - დაამატა მან.

დომენიკალი „ლამბორგინის“ გუნდს 2016 წლიდან შეუერთდა. მის დროს გამოვიდა Lamborghini Urus-ი, რომელმაც ბაზარზე წარმატება მალევე მოიპოვა. ორი თვის წინ მეათიათასე  Urus- ი ააწყეს და ეს გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ორ წელიწადში მოხდა. მის დროს გამოუშვეს: Essenza SCV12, Sián-ი, Sterrato და სხვა შესანიშნავი ავტომობილები.  

დომენიკალი 2008-2014 წლებში „ფერარის“ ფორმულა 1-ის გუნდის ხელმძღვანელიც იყო. მან ჟან ტოდის ადგილი დაიკავა, რომელიც გუნდს 1994-2007 წლებში ხელმძღვანელობდა. ახლა ის FIA-ს ხელმძღვანელია. მისი მმართველობის წლებში გუნდმა მიხაელ შუმახერის დახმარებით უდიდეს წამრატებას მიაღწია.

„დარწმუნებული ვარ, მომავალი განვითარებისთვის მყარი საფუძველი გვაქვს. ეს ნამდვილი თავგადასავალი იყო. მოუთმენლად ველი, როდის გადავინაცვლებ ახალ პოზიციაზე და, ვნახავ, როგორ აღებს დომენიკალი ხელში საჭეს “. - ამბობს ჩეიზ კერი.

 

გაზიარება: