იუთუბერი, შევროლეტი, შევროლე კორვეტი, გამოცდა, შევროლე კორვეტ ზეტ06
Aa
Aa

WhistlinDiesel-მა Corvette Z06-ს ჯოჯოხეთი გამოატარა

ცნობილმა იუთუბერმა WhistlinDiesel-მა Corvette Z06-ს ყველაზე რთული გამოცდა ჩაუტარა. 100 000-დოლარიან სუპერქარით ჭიშკრები და სამშენებლო ბარიერები შეანგრიეს, ცეცხლმოკიდებულ ზონაში გაატარეს, სალონი წყლით დაუტბორეს, ჰაერში დაკიდეს და ბოლოს ცხენების გადასაყვანი მისაბმელიც კი გამოაბეს.

შედეგებმა საკმაოდ ბევრი რამ გამოაჩინა ამ ავტომობილის გამძლეობის რეალურ ზღვარზე — LT6 ძრავამ და C8 პლატფორმის ძირითადმა კონსტრუქციამ თითქმის ყველა ტესტს გაუძლო, თუმცა სალონისა და ძარის პლასტმასის დეტალებმა — ვერა.

წინა საბარგულის ანჯამები გატყდა, გვერდითი სარკის მინა ხელით უბრალო დაწოლისას მოძვრა, ხოლო ცენტრალური კონსოლის მბრუნავი ღილაკი პლასტმასის მოგლეჯისთანავე გაქრა. ყოველივე ამის მისაღწევად ავარია ან შეჯახებაც კი არ გახდა საჭირო — დეტალები უბრალოდ ხელით ძლიერი მოქაჩვის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან.

მოულოდნელი და გასაოცარი შედეგი სალონში დაფიქსირდა. იუთუბერმა Z06 ღია სახურავით ჯერ ძლიერ წვიმაში ატარა, შემდეგ კი სამრეცხაოში შეიყვანა და სალონი საპნითა და წყლით ბოლომდე დატბორა. ნებისმიერი თანამედროვე ავტომობილის ლოგიკით, ამას ელექტრონიკა მწყობრიდან სრულად უნდა გამოეყვანა. თუმცა Z06-ის ელექტრულმა სისტემებმა მუშაობა გააგრძელეს...

ანალოგიური შედეგი აჩვენა შასის ამწით აწევის ტესტმაც. ავტომობილი 90 გრადუსით ჰაერში დაკიდეს და ზედ გადამღები ჯგუფის წევრებიც კი აძვრნენ — ცენტრალურმა სტრუქტურამ უპრობლემოდ გაუძლო. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ Chevrolet Corvette Z06-ის შასი და ელექტრონიკა ძალიან გამძლეა, თუმცა ის დეტალები, რომლებსაც ადამიანი უშუალოდ ეხება (ანჯამები, ინტერიერის პლასტმასები, უკანა სტრუქტურა ბუქსირებისას) სწორედ ის ადგილებია, სადაც GM-მა ეკონომია გააკეთა.

მსგავსი სიახლეები