Aa Aa
1 ოქტომბერი 2020  |  10:32

20 ნოემბრიდან ვაკეში ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

ზონალურ-საათობრივი პარკირება ვაკის 31 ქუჩაზე ამოქმედდება!

ზონალურ-საათობრივი პარკირება 10 სექტემბრიდან პეკინის გამზირზე უკვე ამოქმედდა. მოგვიანებით ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირიც დაემატა.

20 ნოემბრიდან კი ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონის 31 ქუჩაზეც ამოქმედდება.

20 ოქტომბრიდან ვაკის რაიონში საინფორმაციო ჯიხურები განთავსდება, სადაც აბაშიძის, ფალიაშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, მივიდეს და ზონალურ-საათობრივი პარკირების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღოს.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა შემდეგ ქუჩებზე ამოქმედდება:

  • ი. ჭავჭავაძის გამზირი
  • ზ. ფალიაშვილის ქუჩა
  • ი. აბაშიძის ქუჩა
  • ვ. ბარნოვის ქუჩა პეტრიაშვილის ქუჩამდე
  • მცხეთის ქუჩა
  • ი. ქუთათელაძის ქუჩა
  • კ. კეკელიძის ქუჩა
  • ე. თაყაიშვილის ქუჩა
  • ნაფარეულის ქუჩა
  • ერისთავი/მრგვალი ბაღის კუთხე
  • ქუთათელაძე/მრგვალი ბაღის კუთხე
  • მცხეთის ქ./ქუთათელაძე
  • მცხეთის ქ/აბაშიძე
  • შროშის ქ.
  • რ. ერისთავის ქუჩა
  • ბაზალეთის ქუჩა
  • დ. მირცხულავას ქუჩა
  • დ. არაყიშვილის ქუჩა
  • ო. თაქთაქიშვილის ქუჩა
  • ლ. კავსაძის ქუჩა
  • ნ. ბერძენიშვილის ქუჩა
  • ა. მიშველაძის ქუჩა
  • ა. მოსაშვილის ქუჩა
  • ატენის ქუჩა
  • ნ. ყიფშიძის ქუჩა
  • ნ. საჯაიას ქუჩა
  • თ. აბულაძის ქუჩა
  • ლ. მიქელაძის ქუჩა
  • ნ. რამიშვილის ქუჩა
  • მ. თამარაშვილის ქუჩა გ.წერეთლის ქუჩამდე
  • ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი წერეთლის ქუჩამდე

პარკირება უფასო იქნება შშმ პირთათვის, ელექტრომობილებისთვის, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის. მათთვის იქნება შესაბამისი ადგილები გამოყოფილი, ხოლო დანარჩენი ადამიანებისთვის, ვინც სტუმრად მოვა, პირველი 15 წუთი იქნება უფასო. შემდეგ ყოველი 1 საათის ღირებულება იქნება 1 ლარი.

გაზიარება: