Scania ნახევარმისაბმელიანი ტრაილერის ტესტირებას იწყებს, რომელიც მზის ბატარეებით იქნება დაფარული
Aa
Aa

Scania ნახევარმისაბმელიანი ტრაილერის ტესტირებას იწყებს, რომელიც მზის ბატარეებით იქნება დაფარული

ავტომობილზე 140 კრავდრატული მეტრის პანელები განთავსდება.

ავტომწარმოებლები მზის პანელების ინტეგრირებას უკვე ათწლეულია ცდილობენ. მზიან ადგილებში მოქმედ ავტომობილებზე მათ განთავსებას მამოძრავებელი ძალის მიწოდება დიდი ხნით შეეძლება. ეფექტურობისთვის ასეთი ავტომობილი მსუბუქი და აეროდინამიკულად დახვეწილიც უნდა იყოს. საწარმოო ავტომობილები უსაფრთხოებაზე, კომფორტსა და დიზაინზეა გათვლილი, რაც მზის ბატარეების ეფექტიანობას ზღუდავს. მაგალითად, Hyundai Sonata Hybrid-ის სახურავზე არსებულ პანელებს რამდენიმე საათიანი მზის უწყვეტი სინათლით გარდაქმნილი ენერგიით სულ რამდენიმე კილომეტრის დაფარვაა შესაძლებელი. თუმცა, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილს უამრავი პანელით დავფარავთ?

ასეთი შეკითხვა Scania-ს დაებადა, რომელიც უკვე ნახევარმისაბმელიანი ავტომობილის ტესტირების რეჟიმშია. ეს ევროპული მწარმოებელი კომპანია VW Group-ის მფლობელობაშია. პანელები 18 მეტრიან სატვირთოს ორიფე მხარეს და სახურავზე დაუმონტაჟეს.

ტესტირება შვედურ კომპანია Ernst Express-თან ერთად მიმდინარეობს. Scania-ს ჯერ ზუსტი რიცხვები არ განუცხადებია, თუმცა, მიახლოებით მონაცემებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ ასეთი მოწყობა საწვავის 5-10%-იან ეკონომიას იძლევა, ხოლო წლის განმავლობაში 14 000 კილოვატს გამოიმუშავებს. შესაძლოა ეს საოცარ შედეგად არ ჟღერდეს, თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ტესტი შვედეთში ტარდება. ეს ქვეყანა კი დანარჩენ მსოფლიოზე ნაკლებ მზის სინათლეს იღებს. Scania-მ განაცხადა, რომ სატვირთოს ესპანეთში გამოყენებით ელექტროენერგიის გამომუშავების გაორმაგებაა შესაძლებელი.

ტექნოლოგიის პოტენციალი საწვავის დაზოგვას სცდება. ის შესაძლოა კატასტროფების, შტორმებისა და სხვა ბუნებრივი შემთხვევების დროს ელექტროენერგიის წყაროდაც გამოდგეს. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული ტექნოლოგიის წინსვლა და წარმატება ადამიანებს მნიშვნელოვნად დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები