ჯონ სინა, ლამბორგინი, ჰონდა სივიკ ტაიპ არი, ლამბორგინი დიაბლო როუდსტერი, ბიემვი ვი12
Aa
Aa

„ყველაზე ცუდი შენაძენი“ | რატომ დასჭირდა ჯონ სინას თავისი Lambo-ს სამართავად 20 წელი?

დაახლოებით 20 წლის წინ, ამერიკელმა რესლერმა ჯონ სინამ Lamborghini შეიძინა - თუმცა არა ნამდვილი მოდელი, არამედ მისი რეპლიკა. როგორც ახლა ამბობს, თავის გადაწყვეტილებას ძალიან ნანობს და უფრო მეტიც, ყალბ Lambo-ს მისი ცხოვრების „ყველაზე ცუდ შენაძენსაც“ კი უწოდებს.

ჯონ სინა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ცნობილ ადამიანთა შორის, რომელიც შეგვიძლია სერტიფიცირებულ ავტომოყვარულად მივიჩნიოთ. რეალურად, ცნობილი რესლერის მანქანებისადმი გატაცება გაცილებით დიდი ხნის წინ დაიწყო, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინოთ. ახლა კი, მის ავტოფარეხში არაერთი საკულტო ავტომობილი ინახება, ყოველდღიური მართვისთვის კი, სინა Honda Civic Type R-ს ირჩევს.

თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად სძულდა ეს მანქანა, გასაკვირი არცაა, რომ სინას, Lambo-ს სამართავად 20 წელი დასჭირდა. WWE-ის ალბათ ყველაზე ცნობილმა მებრძოლმა საკუთარ გამოცდილებასა და შენაძენზე ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა. როგორც ირკვევა ყალბი Lambo-ს შეძენის უკან საკმაოდ საინტერესო ისტორია იმალება.

2003 წელს, მაშინ, როდესაც WWE-ში ახალგაზრდა სინს კარიერა იწყებოდა, ბუნებრივია, რომ მასაც სურდა თავი კარგი მანქანით გაენებივრებინა. სწორედ მაშინ, სინამ აღმოაჩინა კომპანია, რომელიც მაღალი კლასის რეპლიკებზე მუშაობდა. კომპანია სინას დაჰპირდა, რომ ავტომობილში BMW V12-ს ჩაუდგამდნენ და პრობლემებიც დაიწყო.

სენას თქმით, ავტომობილს სერიოზული პრობლემები ჰქონდა: „სიჩქარეებშიც ვერ ირთვებოდა, Chevy-ის ორი V6 ძრავის შეერთებით იყო მიღებული და უბრალოდ, გამართულად არაფერი მუშაობდა“. შემდგომში ავტომობილი 10 სხვადასხვა სახელოსნოში მიიტანეს, თუმცა ვერაფერი უშველეს.

როგორც ამბობს, ყალბი Lambo-ს წინ და უკან ტარება - სადილეროებსა და სახელოსნოებში - დაახლოებით ერთი რეალური Lamborghini-ის ფასი დაუჯდა. საბოლოოდ კი, თავისი რეპლიკა მხოლოდ 20 წლის შემდეგ მიიღო და ამის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ განახლებული Diablo Roadster ნამდვილად შესაშურად გამოიყურება და კი, კაპოტქვეშ BMW V12-იც მოთავსებულია.

 

მსგავსი სიახლეები