სუპერქარები, ავტოკოლექცია, ფერარი, ფერარი ლაფერარი, ფერარი ენცო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი
Aa
Aa

იბრას უიშვიათესი Ferrari-ის ორი მოდელი | როგორია ზლატანის არარეალური სუპერქარების კოლექცია?

ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, თავისი არარეალური სუპერქარების კოლექცია წარადგინა და დასასრულს, $10 მილიონის ღირებულების Ferrari-ის მოდელების ფონზე გადაღებული რამდენიმე ფოტოც გაავრცელა.

იბრაჰიმოვიჩი, თავისი სხვა კოლეგების მსგავსად, ავტომობილების დიდი მოყვარულია და წლების განმავლობაში საკულტო მოდელების საოცარი კოლექციაც დააგროვა. მათ შორის Ferrari Enzo-სა და Ferrari LaFerrari-საც შევხვდებით. რეალურად, იტალიური ბრენდი ზლატანის ავტოფარეხის უმეტეს ნაწილს იკავებს და ამის ჩვენებას შვედი ნამდვილად არ ერიდება.

Enzo არის სუპერქარი, რომელიც დღემდე ბევრი ავტოენთუზიასტისთვის ყველა დროის საუკეთესო Ferrari-ად მიიჩნევა. კაპოტის ქვეშ მძლავრი 6-ლიტრიანი V12 ძრავით კი, Enzo წარმოუდგენელ 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მართალია, ეს მაჩვენებელი დღევანდელ თანამედროვე სუპერქარებთან შედარებით დაბალია, მაგრამ Enzo-ს აქვს ის, რაც მას თანამედროვე გიგანტებზე წინ აყენებს. ამ მოდელის ძრავის შექმნისას F1-ის ტექნოლოგიაა გამოყენებული, რომლის დახმარებითაც მოდელი მაქსიმალურ სიჩქარეს 330 კმ/სთ-ზე აღწევს.

რაც შეეხება LaFerrari-ის, მის შემთხვევაშიც ჰიბრიდული სისტემის განსავითარებლად F1-ის მანქანებიდან მიღებული KERS-ტექნოლოგიაა გამოყენებული. კაპოტის ქვეშ კი 6.3-ლიტრიანი V12 იმალება, რომლის მთლიანი სიმძლავრეს 950 ცხენის ძალას აღწევს.

ეს ყველაფერი არ არის. იბრაჰიმოვიჩის ავტოფარეხში უიშვიათეს Ferrari-ებთან ერთად რამდენიმე სხვა ცნობილი სუპერქარიც ინახება. მათ შორისაა F80, სრულიად ახალი სუპერქარი, რომელიც ფეხბურთელმა საჩუქრად დაბადების დღეზე მიიღო. ასევე Monza SP2, ლიმიტირებულ გამოშვების მანქანა, ღია სახურავით, რომელიც 4.5-ლიტრიანი V12-ით 799 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ზლატანის კოლექციაშია: Daytona SP3, 812 Competizione, SF90 Spider, SF90 XX Spider, ასევე Ferrari-ის მიერ წარმოებული პირველი SUV-იც, Ferrari Purosangue. უნდა აღინიშნოს, რომ SF90 XX Spider-იც არანაკლები ურჩხულია, რომელიც 1 000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იბრას, თავის ავტოფარეხში Ferrari-ის პატარა სადილერო აქვს გახსნილი.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები