Aa Aa
15 ოქტომბერი 2020  |  11:21

Rolls-Royce Ghost-ის მძღოლი Lamborghini Urus-ს შეეჯახა და გაიქცა

ეს ავარია Rolls-Royce-ის მძღოლს ძვირად დაუჯდება.

ასეთ რამეს ყოველ დღე ვერ ნახავთ. Lamborghini Urus-ი და Rolls-Royce Ghost-იც ცალ-ცალკე არც თუ ისე ხშირი ავტომობილებია, მაგრამ ამ ორის ერთად ნახვა კიდევ უფრო იშვიათია. რა იყო იმის პროცენტული შანსი რომ ეს ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახებოდა?

ბევრი რამ ამ ამბავზე ცნობილი არ არის, რადგან Ghost-ის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ავარია ბირმინგემთან ახლოს მოხდა და ჯერ-ჯერობით მხოლოდ სურათი გვაქვს, რომლის მიხედვითაც თუ ვიმსჯელებთ, დამნაშავე შესაძლოა Rolls-Royce-ის მძღოლი ყოფილიყო.  

Ghost-ი ორ ავტომობილს შეეჯახა. როგორც ხედავთ, ერთ-ერთი მათგანი Urus-ია. უცნობია, ისხდნენ თუ არა, მძღოლების გარდა, მგზავრებიც, მაგრამ ფაქტია, რომ არავინ დაზიანებულა.  

Ghost-ის მარცხენა მხარე ყველაზე მეტად დაზიანდა. როგორც სურათიდან ჩანს, Urus-თან შეჯახებამ კაპოტი და ცხაურა შეიწირა, ავტომობილის მეორე მხარე კი სხვა ავტომობილთან შეჯახებისგანაა დაზიანებული. უსაფრთხოების ყველა ბალიში გახსნილია. მხოლოდ ამის შეკეთებაც კი Ghost-ის მძღოლს ძალიან ძვირად დაუჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ Urus-ის შეკეთებაზე.

ორი იშვიათი და ძვირიანი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა და ერთ-ერთის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. თუ ამ ამბავმა უფრო მეტი კითხვა გაგიჩინათ, ვიდრე პასუხები გაქვთ, თქვენ ერთადერთი არ ხართ.

გაზიარება: