Aa Aa
22 ნოემბერი 2020  |  19:37

კენ ბლოკის Hoonicorn-ი სწორხაზოვან რბოლაში McLaren Senna-ს წინააღმდეგ

1 400 ცხენის ძალიანი 2-ტურბინიანი მონსტრი McLaren-ის ყველაზე სწრაფი ავტომობილს ებრძვის

გახსოვთ კენ ბლოკის მძინვარე Hoonicorn V2? ეს 2-ტურბინიანი V8 ძრავიანი, სრული ამძრაობის 1985 წლის Hoonicorn Ford Mustang RTR-ა. ამ ავტომობილს ნახევარი ცხოვრება 45 გრადუსიანი კუთხით, დრიფტში აქვს გატარებული.

ავტომობილის 6.7 ლიტრი მოცულობის Roush Yates-ის V8 2-ტურბინიანი მეთანოლზე მომუშავე აგრეგატი 1 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. როდესაც კენს ავტომობილით რბოლა სწორ ხაზზე სურს, შესაბამისი გადაწყობის შემდეგ მანქანა დრაგზე რაკეტისებრად სწრაფი ხდება. ბლოკს კრიტიკოსებისთვის ამ ყველაფრის დადასტურება სურდა, რისთვისაც McLaren Senna დრაგზე გამოიწვია. ამ უკანასკნელსაც V8 ტიპის ძრავა და ორი ტურბინა აქვს. მოცულობა 4 ლიტრს შეადგენს და 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ავტომობილი 100 კმ/სთ-ს 2.7 წამში ავითარებს, ხოლო 0-დან 200 კმ/სთ-ის განვითარება 6.8 წამში შეუძლია. 402 მეტრს კი Senna 9.9 წამში ფარავს.

თუმცა, რომელია უფრო სწრაფი სწორ ხაზზე? ნახეთ ზემოთ მოცემული ვიდეო. 

გაზიარება: