Ford-მა Thunderbird-ის სავაჭრო მარკა განაახლა
Aa
Aa

Ford-მა Thunderbird-ის სავაჭრო მარკა განაახლა

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

Ford-მა ამერიკის შეერთებული შტატების პატენტისა და სავაჭრო მარკის ოფისში ახალი განაცხადი შეავსო. კომპანიას Thunderbird-ზე სავაჭრო მარკის შენარჩუნება სურს.

13 იანვარს შევსებული განცხადება მოიცავს სავაჭრო მარკის გამოყენებას „ავტომობილებზე, კონცეპტუალურ ავტომობილებზე; 4-კარიან ავტომობილებზე“.

ნიშნავს ეს იმას, რომ Thunderbird-ი დაგვიბრუნდება? რა თქმა უნდა, ასე რომ მოხდეს, ყველას გაგვახარებდა. სამწუხაროდ, ავტომწარმოებლები ხშირად სავაჭრო მარკაზე განცხადებას ისე ავსებენ, რომ ახალი ავტომობილი წარმოსახვაშიც არ აქვთ. მათ უბრალოდ არ უნდათ, რომ პოპულარულ მოდელზე უფლება დაკარგონ, მიუხედავად იმისა, აპირებენ თუ არა როდესმე წარმოებას. ეს უბრალოდ მომავლისთვის თავის დაზღვევაა. Ford-მა ამ მოდელის სახელზე სავაჭრო მარკა არაერთხელს განაახლა. ეს აქამდე ბოლოს 2016 წელს მოხდა.

განცხადებაში სიტყვები „კონცეპტუალური ავტომობილი“  შესაძლოა კომპანიის მომავლის გეგმებზეც მიგვითითებდეს, თუმცა, წარმოებულ ავტომობილზე არანაირი მინიშნება ამ დრომდე არ არსებობს.  

წლების განმავლობაში Thunderbird-მა ფორმა ბევრჯერ შეიცვალა. 1955 წელს ის 2-ადგილიანი სპორტული ავტომობილი იყო. მოგვიანებით მდიდრულ ავტომობილად იქცა. 2002 წელს რეტრო სტილში დაგვიბრუნდა, თუმცა, ამ მოდელმა დიდხანს ვერ იცოცხლა და 2005 წელს დაგვემშვიდობა. მას შემდეგ Thunderbird-ის სახელი არ გამოუყენებიათ.

ამ ბოლო დროს Ford-მა ძველი სახელების გამოყენება დაიწყო. მაგალითად, Mustang Mach-E. კომპანიას ექსპერიმენტების არ ეშინია. ვინ იცის, იქნებ ავტომწარმოებელმა როდესმე Thunderbird-საც ახალი სიცოცხლე აჩუქოს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები