გადასახადებისგან თავის ასარიდებლად მამაკაცმა Porsche 911 დაწვა და საკუთარი გატაცება გაითამაშა
შემთხვევა, რომელიც ბრაზილიაში მოხდა, თავდაპირველად შეიარაღებულ თავდასხმას ჰგავდა, თუმცა სიმართლის გარკვევის შემდეგ ერთდროულად გადაიქცა როგორც კომიკურ, ასევე ერთ-ერთ ყველაზე მძიმე თაღლითურ დანაშაულად. მთავარი მოქმედი პირი 2018 წლის Porsche 911 Carrera GTS-ის მფლობელია, რომელმაც გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით საკუთარი ძვირადღირებული ავტომობილი დაწვა და თავისი თავის გატაცებაც კი გაითამაშა.
რეალურად მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: მამაკაცმა თავისი Porsche 911 Carrera GTS-ი ქალაქგარეთ, წყნარ უბანში გააჩერა, ავტომობილიდან გადმოვიდა, მანქანაში ბენზინი ჩაასხა და სანთებელით ცეცხლი წაუკიდა. შემდეგ კი მშვიდად ტერიტორია დატოვა. რამდენიმე საათში სუპერქარის მფლობელი პოლიციას დაუკავშირდა და გატაცების შესახებ განუცხადა.
He BURNED his $130,000 Porsche to avoid TAXES and faked a kidnapping
— Sweep (@0xSweep) April 26, 2026
A man in Brazil drove his 2018 Porsche 911 Carrera GTS to a quiet rural road, opened the door, filled the inside with gasoline, threw a lighter through the window and walked away while it burned
He called the… pic.twitter.com/gWK1Sot9LK
მისი მტკიცებით, ის ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა საკუთარი ავტომობილით გაიტაცა, ქალაქგარეთ მიტოვებულ გზაზე წაიყვანა და ავტომობილში ცოცხლად დაწვა დაუპირა. მისივე თქმით, გადარჩენა მან სასწაულებრივად, უცნობი გამვლელების წყალობით შეძლო, რომლებმაც ბოლო წამს ცეცხლმოკიდებული 911-დან გამოიყვანეს. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, რომელმაც მოგვიანებით თაღლითობის მიზეზსაც ნათელი მოჰფინა.
გამოძიების პროცესში სამართალდამცველებმა 911-ის მფლობელის მოტივი დაადგინეს. საქმე იმაში გახლდათ, რომ მფლობელს ბრაზილიის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნულ ავტომობილზე $83 000-ზე მეტი გადასახადი ჰქონდა დაგროვილი. თავად ავტომობილის ღირებულება კი $130 000 გახლდათ.

მამაკაცმა ავტომობილის გასანადგურებლად წყნარი, ქალაქგარე დასახლება სპეციალურად შეარჩია. თუმცა ის ვერ გათვალა, რომ ერთ-ერთ ფერმას საკუთარი სათვალთვალო კამერა ჰქონდა დამონტაჟებული და სწორედ დანაშაულის ადგილს უყურებდა. დანარჩენი უკვე კამერების მიერ გადაღებულ ვიდეოშიც ჩანს, ხოლო 911-ის მფლობელს ახლა იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე მხოლოდ დავალიანებისას ჰქონდა.