Porsche Traykan Concept-ი Cybertruck-ის არარეალური მეტოქეა
ეს „პორშეს“ პიკაპის საინტერესო რენდერი იმაზე გვაფიქრებს, რაზეც აქამდე არ გვიფიქრია.
მომავალი ელექტრო სატვირთოებს გვიმზადებს. Rivian R1T, GMC Hummer-ი, Lordstown Motors Endurance და, რა თქმა უნდა, გენიალური Tesla Cybertruck - ეს ყველა ავტომობილი იმისი მაგალითია, თუ როგორი წარმატებული იქნება ელექტრო სატვირთოები მომავალში. რა იქნება, თუ მათ „პორშეც“ შეუერთდება?
Porsche Traykan-ი Taycan-ზე დაფუძნებული სატვირთოა, რომლის სურათიც ადელ ბორასმა წარმოადგინა. პროექტი მომავლის ელექტრო სატვირთოს წარმოადგენს ბრენდისთვის, რომელსაც 90-იანების შემდეგ პიკაპი არ უწარმოებია.
სურათებზე LED წინა და უკანა წვრილ მაშუქებს ვხედავთ. Traykan-ი ბევრ დეტალს ბრენდის ყველაზე დიდ კროსოვერ Cayenne-თან იზიარებს.
მიუხედავად ამისა, მანქანის ექსტერიერი მაინც უნიკალურია. მას საქარე მინასა და სახურავზე ერთი შუშა აქვს. ნიჩბის ფართო დაბოლოების მსგავსი ნაზი ელემენტი მანქანის წინა ნაწილს საბარგულთან აერთებს. დისკებს თუ შეხედავთ, მიხვდებით, რომ ისინი „პორშეს“ ტრადიციული დიზაინისგან განსხვავებულია. ორტონიანი შავ-ყვითელ ზოლიანი დაბოლოება საკმაოდ მიმზიდველია.

სამწუხაროდ, Porsche მსგავს ელექტრო პიკაპს ალბათ არ ააგებს. უკვე ცნობილია, რომ Taycan Cross Turismo - მაღალი კლირენსის ფურგონი შემდეგ წელს გამოვა. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, „პორშეს“ პიკაპის იდეით მოხიბლულები ვიყოთ.