1954 წლის სტილის Corvette, რომელიც გზებზე Z06-ის შესრულებას გვთავაზობს
უკანასკნელ წლებში არაერთი რესტავრირებული მოდელი ვიხილეთ, რომელთაც საავტომობილო სამყაროს დიდი ყურადღება მიიპყრო. თუმცა ცოტა მათგანი თუ იყო შინაარსითა და შესრულებით ისეთი საინტერესო, როგორიც ეს 1954 წლის Chevrolet Corvette.
პირველი თაობის Vette მართლაც რომ ისტორიული ავტომობილია და ბევრისთვის ამერიკული საავტომობილო დიზაინის პიკადაც ხასიათდება შესაბამისად, ასეთი კლასიკების განახლებაც დიდ სიფრთხილეს მოითხოვს და თუ ამის გაკეთება არ შეგიძლია, მაშინ სჯობს, რომ მსგავსი მოდელები ხელუხლებლად დატოვო.

თუმცა ამ შემთხვევაში, ავტომობილზე მომუშავე გუნდმა C1 Corvette-ის ქარხნული კორპუსი დატოვა და ის თანამედროვე ძარაზე განათავსა. ახალი საღებავითა და განახლებული ქრომირებული დეტალებით, რომლებიც მოდელს ვინტაჟურ იერსახესაც უნარჩუნებენ. ამას ემატება Schott-ის დისკები და სათადარიგო ტილოს სახურავი, რომელიც Vette-ს ქარხნული სტილის იერსახეს ანიჭებს.
თუმცა მთავარი სიურპრიზი კლასიკური სილუეტის ქვეშ იმალება. თქვენ წინაშე 5.7-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავაა, ზუსტად ის, რომელიც C5 Corvette Z06-შია მოთავსებული და 405 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

არც ძარის სხვა განახლებები უნდა დავივიწყოთ, მათ შორის წინა და უკანა მხარეს რეგულირებადი კოილოვერები, ასევე Tremec-ის 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც LS6-დან წამოსულ სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს. მოდერნიზებულია საჭეც და დამონტაჟებულია ახალი მუხრუჭები, რომლებიც ავტომობილის შესრულებას მაქსიმალურად შეესაბამება.

რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს ძრავა, ამ მოდელში ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერიერია. სალონში C1-ის ყველა ქარხნული მატრიცა შენარჩუნებულია, თუმცა ის ხელახლა, წითელი ტყავითაა მორთული და უფრო პატარა, ბრტყელძირიანი საჭით, რომელიც ორიგინალთან შედარებით უფრო პრაქტიკულია.
Mecum Auctions-ი ავტომობილს გასაყიდად 16 იანვარს წარადგენს. მისი საავტომობილო ისტორიისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით კი, წესით, Vette-ისთვის დაბალ შეფასებას არც უნდა მოველოდეთ.