Toyota, ტოიოტა იარისი, შეზღუდული გამოშვების მოდელი, Gazoo Racing, Toyota Yaris
Aa
Aa

Toyota-მ GR Yaris-ის უფრო აგრესიული, ლიმიტირებული ვერსია წარადგინა

თუ თვლიდით რომ Toyota GR Yaris იმაზე შთამბეჭდავი ვერ გახდებოდა, ვიდრე ისედაც არის, იაპონურმა ავტომწარმოებელმა საპირისპიროს დამტკიცება სცადა და, როგორც ჩანს, ეს მშვენივრად გამოუვიდა. თქვენს წინაშეა GR Yaris Morizo RR-ის პროტოტიპი, რომელიც მალე შეზღუდული რაოდენობით გამოვა.

მანქანას შენარჩუნებული აქვს სტანდარტული მოდელის 1.6-ლიტრიანი, ტურბოჩაბერვის მქონე, სამცილინდრიანი ძრავა, შესაბამისად ანალოგიურ 300 ცხ.ძ-სა და 400 ნიუტონს გამოიმუშავებს — მაგრამ რა ხდის Morizo RR-ს განსაკუთრებულს?



პირველ რიგში, ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული, დიდი ზომის უკანა ფრთა, ახალი ბამპერის სპლიტერი და გვერდითი გარსშემომდენი. ასევე, აქვე შეგხვდებათ ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული, ძალიან მსუბუქი კაპოტი, სპილენძისფერი დისკები მუხრუჭის ყვითელი სუპორტებით. Morizo RR-ს უნიკალური ფერიც ექნება, რომელსაც Gravel Khaki უწოდეს. 

ახალი სპოილერის მიერ მომატებული მიმჭერი ძალის (დაუნფორსის) გამო, Toyota-ს მოუწია დაკიდების ცვლილებაც და მისი არათანაბარი ზედაპირის მქონე გზებისთვის მეტად მორგება. იაპონურმა ავტომწარმოებელმა უარი თქვა სრულად ამძრავი სისტემის Gravel რეჟიმზეც, რომელიც სიმძლავრეს წინა და უკანა ხიდებს შორის 53:47-ზე ანაწილებდა — Morizo-ში ეს პროპორცია 50:50-ია, რომელიც თავდაპირველი GR Yaris-ის ამჟამად უკვე გაუქმებულ Track რეჟიმში გვხვდებოდა.

ყველაზე შთამბეჭდავი სიახლე, ალბათ, მაინც ავტომობილის სალონში შეგხვდებათ. GR Yaris Morizo RR-ში მძღოლს განახლებული საჭე დახვდება, რომლის დიზაინიც ავტოსპორტითაა ინსპირირებული. ერთადერთი, რაც ამ მანქანაში სამწუხაროა, ის არის, რომ მის ყიდვას მხოლოდ 200-მდე ადამიანი შეძლებს. Toyota 100 ერთეულს იაპონიის ბაზრისთვის შექმნის, 100-ს კი ევროპაში გასაყიდად.

მსგავსი სიახლეები