Mercedes-Benz-მა 1979 წლის G-Class-ი საავტომობილო სამარხად აქცია
გერმანულმა ავტომწარმოებელმა, Mercedes-Benz-მა, თავისი საკულტო SUV-ის უკვდავსაყოფად უცნაურ ხერხს მიმართა და 1979 წლის G-Class-ი ნამდვილ საავტომობილო სამარხად აქცია. კომპანიამ ამისთვის დაახლოებით 52 ტონა ქარვის ფისი გამოიყენა და თითქმის 9 000 საათიც დახარჯა.

Mercedes-მა პირველი G-Wagen-ი 1979 წელს გამოუშვა, როგორც სამხედრო ყველგანმავალი. წლების შემდეგ, SUV-ის წარმოება წარმატებით გრძელდება და უკვე, მისი ელექტროვერსიებიც ვიხილეთ. თუმცა ეს კონკრეტული შემთხვევა 2018 წლის მოდელის გამოშვებას უკავშირდება.
კერძოდ, 2018 წლის უხლესი მოდელის პრეზიდენტაციამდე, გერმანულმა ავტომწარმოებელმა უნიკალური პროექტიც წარადგინა, რომლესაც „დროზე ძლიერი“ უწოდა. Mercedes-ის გუნდმა მუშაობა გიგანტური კვადრატული ჩარჩოთი დაიწყო, სანამ მასში 1979 წლის G-კლასს ფრთხილად დაუშვებდა. გამოყენებული მასალაც და საბოლო სახით მიღებული ვიზუალიც, ერთგვარი შეხსენება იყო იმისა, რომ SUV უგზოობისთვის განკუთვნილი ავტომობილია.

„ქარვისფერი კუბი G-Class-ის უნიკალურობას გადმოსცემს. ჩვენი კულტურსთვის უმნიშვნელოვანესი, უგზოობისთვის განკუთვნილი, ავტომობილი, 40 წელზე მეტია, რაც განვითარებას არ წყვეტს და რაც მთავარია, ამას თავისი ძირითადი ღირებულებებისა და ხასიათის შენარჩუნებით ახერხებს. მისი დნმ დროზე და ნებისმიერ მოდურ ტენდენციაზე ძლიერია“, - განაცხადა Mercedes-ის „ოფ-როუდ“ ავტომობილების წარმოების მიმართულების ხელმძღვანელმა, გუნარ გიუტენკემ.
როგორც გითხარით, უნიკალურ პროექტზე მუშაობას დაახლოებით 9 000 საათი და 52 ტონამდე ქარვის ფისი დასჭირდა. საინტერესოა, ისიც, რომ ავტომობილი თავდაპირველად მოთავსებულ ჩარჩოშიც არ დაუტოვებიათ. ეს სტრუქტურა მათ მხოლოდ ფორმის შესანარჩუნებლად გამოიყენეს და ნამუშევარი უკვე მყარი სახით წარადგინეს.