Aa Aa
7 აპრილი 2021  |  10:04

როგორ გავმართოთ ავტომობილის ელექტრო სისტემა

ავტომობილის ბატარეის იგნორირებას იქამდე შეძლებთ, სანამ ერთ სუსხიან დილას ავტომობილი არ დაიქოქება და მხოლოდ გასაღების გადატრიალების ხმას გაიგონებთ. თუ გსურთ, რომ მსგავსი რამ თავიდან აიცილოთ, მაშინ ქვემოთ ჩამოთვლილი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.

მართეთ ავტომობილი რეგულარულად


მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველამ იცის, ზოგჯერ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ავტომობილის რეგულარული მართვა ბატარეას ტენის. თუ ავტომობილს კვირობით უქმად გააჩერებთ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ დაქოქვისას ბატარეა გიმტყუნებთ. ამ მიზეზით, თუ მანქანას რამდენიმე კვირით გააჩერებთ, ეცადეთ, რომ ის კვირაში ორჯერ მაინც დაქოქოთ და 20-30 წუთის განმავლობაში ამუშაოთ. ეს მარტივი პროცესი ბატარეის დატენვას უზრუნველყოფს და საჭირო მომენტში ის იმედებს არ გაგიცრუებთ.

იმ შემთხვევაში, თუ სამოგზაუროდ მიდიხართ და დამხმარეც არავინ გყავთ გამორთეთ ბატარეა დამაკავშრებლებიდან და ასე დატოვეთ.

არ დატოვოთ ელექტრო მოწყობილობები ჩართული მაშინ, როცა ძრავა არ მუშაობს


თუ ძრავა ჩამქრალია, დიდიხნის განმავლობაში ელექტრო მოწყობილობების ჩართულ მდგომარეობაში დატოვება რეკომენდირებული არ არის. ასეთ დროს ბატარეა ბოლომდე იცლება, რასაც თქვენი ადგილზე დატოვება შეუძლია. გარდა ამისა, თუ გასაღების პოზიციას ანთებულ მდგომარეობაში დატოვებთ, რამდენიმე საათში ბატარეა ასეც დაჯდება.

გაწმინდეთ ბატარეა რეგულარულად

იმ შემთხვევაში თუ ჭუჭყი და ნესტი ბატარეაზე დიდი რაოდენობით მოხვდება, ეს დატენვის პროცესს შეაფერხებს. ფაქტობრივად, ამ ყველაფერს კოროზია და მჟავის გაჟონვაც შეიძლება მოჰყვეს. დასვრილ ბატარეას გამართლება არ აქვს, რადგან მისი სუფთა მდგომარეობაში მოყვანა 30 წუთზე მეტ დროს არ საჭიროებს.

არ დამუხტოთ დამჯდარი ბატარეა გადასაბმელი კაბელებით 


უნდა ვაღიაროთ, რომ ამ წესს ყველანი ვარღვევთ. საჭირო მომენტში მეგობარს დახმარება უნდა სთხოვოთ, თუმცა ზოგ შემთხვევაში დასუსტებული ბატარეის გაცოცხლების მცდელობას ელექტროობის დაზიანება შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ ამის გაკეთება მაინც მოგიწევთ, ეცადეთ, რომ მაშუქები ანთებულ პოზიციაში დატოვოთ, რადგნაც ასე ელექტრო დენის ნაკადის გადინება მოხდეს.

ზამთარში ეცადეთ ავტომობილი ფარეხში გააჩეროთ.

იცოდით, რომ ზამთრის პერიოდში ავტომობილის ბატარეა უფრო ადვილად ჯდება? იმ შემთხვევაში თუ ზამთარში ყინვაა და ავტომობილი გარეთ დგას საქმე უფრო რთულდება. ასეთ დრო კარგი გამოსავალია თუ ავტომობილს ავტოფარეხში გააჩერებთ. გარდა ამისა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ გაჩერებამდე ბატარეა დატენოთ.

შეამცირეთ მოკლე მანძილზე გასვლები

თქვენ უკვე იცით, რომ ავტომობილის რეგულარული გადაადგილებით ბატარეა იტენება. თუმცა, თუ თქვენ მანქანით მცირე მანძილს დაფარავთ ეს მის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებაში არ დაგეხმარებათ. ამისათვის დიდ მანძილზე მგზავრობაა საჭირო, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძრავას გადასაბმელი კაბელებით დაქოქავთ.

შეცვალეთ ბატარეები 3-4 წელიწადში ერთხელ


დროთა განმავლობაში ბატარეები დაუძლურდება და საბოლოოდ მოკვდება. უმეტეს შემთხვევაში რეკომენდირებულია, რომ ავტომობილის ბატარეა 3-4 წელიწადში ერთხელ შეიცვალოს. თუმცა, მისი საშუალო სიცოცხლისუნარიანობა ამინდზე, მართვის სტილსა და მოცულობაზეა დამოკიდებული.

გაზიარება: