Aa Aa
7 აპრილი 2021  |  10:40

2022 წლის Mercedes-Benz CLS-ს დებიუტი განახლებული საჭითა და ექსტერიერით შედგა

ავტომობილს ექსტერიერისა და ინტერიერის ახალი ფერები დაემატა!

2022 წლის Mercedes-Benz CLS 450 4MATIC განახლებული ექსტერიერითა და ტექნოლოგიებით გამოჩნდა.

ამ კუპეთი შთაგონებულ სედანს ახლა AMG Line პაკეტი მოჰყვება. შავი დეტალები ახლა უფრო ბზინავს და კარის ზღურბლიც განსხვავებულია. წინა ბამპერი განახლებულია. ბამპერის საფარში საჰაეროების დიზაინი უფრო დახვეწილია. წინა სპლიტერი კი ახლა ქრომისაა. ცხაურაზე „მერსედესის“ სამგანზომილებიანი ლოგოა. წინა მაშუქები კუთხეზე ქარვისფერი აღარაა. უკან ქრომის, ტრაპეციის ფორმის მაყუჩის მილებია. მილებს შორის კი სიმულირებული დიფუზორია.

ექსტერიერის ფერი მბზინავი ლურჯი მეტალიკია. დისკები 19-იანია. თუმცა, 20-იანიც ხელმისაწვდომია შავ ფერში ან ნაცრისფერეში.

ინტერიერში განახლებული საჭეა. ავტომობილის ფუნქციების საკონტროლებლად მას სენსორები აქვს და Nappa-ს ტყავითაა დაფარული. მსურველებს სალონის ფერის არჩევაც შეუძლიათ. არჩევანი ყავისფერისა და ნაცრისფერის ტონებში უნდა გააკეთოთ. ორტონიანი დიზაინიც ხელმისაწვდომია.

CLS 450-ს ტურბოდაბერვის 3.0-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რომელიც მაილდ-ჰიბრიდულ სისტემასთან ერთად მუშაობს. შიგაწვის ძრავა 362 ცხენის ძალას და 500ნმ-ს გამოიმუშავებს. სტარტერ-გენერატორი კი 21 ცხენის ძალასა და 250ნმ-ს ამატებს. ოთხივეწამყვან სისტემას ძალას 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი აწვდის.  

როგორც ჩანს, ამ განახლებას მხოლოდ  CLS 450 4MATIC მოდელი მიიღებს. სხვა ვერსიების განახლების გეგმას კი კომპანია ამჟამად უარყოფს.  

 

გაზიარება: