აშშ, კალიფორნია, სანომრე ნიშნები
Aa
Aa

კალიფორნიაში სანომრე ნიშნების ყველა კომბინაცია ამოიწურა — შტატში ახალი ფორმატი შემოაქვთ

კალიფორნიის შტატმა ოფიციალურად სრულად ამოწურა სანომრე ნიშნების ყველასთვის ნაცნობი კომბინაცია 1ABC234, რომელიც 46 წლის განმავლობაში გამოიყენებოდა. ამის გამო, ავტომობილების რეგისტრაციის დეპარტამენტს სრულად ახალ ციფრულ-ასოით ფორმატზე გადასვლა მოუწია.

აღნიშნული სერია 1980 წელს დაიწყო კომბინაციით 1AAA000 და საბოლოო წერტილს 2026 წელს მიაღწია, როდესაც უკანასკნელი ნომერი — 9ZZZ999 დამზადდა. 2026 წლის 1 თებერვლიდან წარმოებული სტანდარტული სანომრე ნიშნები ძველი ფორმატიდან (ერთ ციფრს + სამი ასო + სამი ციფრი) გადავიდა სრულად შებრუნებულ სტრუქტურაზე (სამი ციფრი + სამი ასო + ერთი ციფრი).

ეს ნიშნავს, რომ ახალი ოფიციალური სერია იწყება ნომრით 001AAA1 და მომავალში 999ZZZ9-მდე გაგრძელდება. ძველი ნომრების მფლობელებს მათი შეცვლა არ მოუწევთ — ახალი ფორმატი მხოლოდ ახლად დარეგისტრირებულ და გამოშვებულ სანომრე ნიშნებზე გავრცელდება.

საინტერესოა, რომ 9ZZZ999-ის გამოშვების შემდეგაც კი, DMV-ისა და Auto Club-ის მარაგებში სექტემბრის მონაცემებით ძველი სერიის 110 000-ზე მეტი დაუმზადებელი თუ გაუცემელი ნომერი მაინც რჩებოდა. DMV-ის ვარაუდით, გაცემის ისტორიული ტემპის გათვალისწინებით, ახალი ფორმატი კალიფორნიას დაახლოებით მომდევნო 40 წლის განმავლობაში ეყოფა.

ახალ სერიაში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვებიც: მაგალითად, გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად შეზღუდულია ასოების — I, O და Q-ს გამოყენება, ხოლო სპეციალური სერიის (სპეც-დანიშნულების) სანომრე ნიშნები სრულიად ცალკე ფორმატით რეგულირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები