Aa Aa
17 აპრილი 2021  |  10:23

BMW E64-ის მფლობელი ამტკიცებს, რომ სავარძელმა დაწვა

მსგავსი შემთხვევა თქვენც ხომ არ გქონიათ?

სავარძლების გათბობა ავტომობილებში დღეს იაშვიათი ფუფუნება არ არის, 14 წლის წინ კი სულ სხვა მდგომარეობა იყო. სწორედ ამდენი წლისაა ამ სტატიაში მოხსენებული მეექვსე სერიის BMW. გასათბობი ელემენტების საქმე კარგად ვერ წავიდა და ეს მძღოლისთვის ძალიან არაკომფორტული გამოდგა.

ძალიან არაკომფორტულში იგულისხმება ის, რომ სავარძელი იმდენად ცხელდება, მას მძღოლის ტანსაცმლის დაწვაც კი შეუძლია. მაგალითისთვის, გაჩერებულ ავტომობილში დევიდ მარჩი მძღოლის სავარძელში იჯდა, როცა რაღაც უჩვეულო იგრძნო. უკან მიიხედა და დაინახა, რომ სავარძლის ტყავი ამომწვარი იყო, მის სვიტერზე კი სიგარეტით დამწვარის მსგავსი ხვრელები გაჩნდა.

რა თქმა უნდა, ამან მარჩი შეაშფოთა. დილერს მიმართა, თუმცა, უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ. ეს ავტომობილი სულ მცირე 14 წლისაა და, რა თქმა უნდა, მის გარანტიას ვადა დიდი ხანია გასული აქვს. მარჩს იმედი აქვს, რომ BMW მეექვსე სერიის ავტომობილს უკან გაიწვევს.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს პრობლემა ავტომობილის დაძველებამ გამოიწვია. მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მარჩის სიტყვებს ამყარებს. ამერიკაში მეხუთე სერია და მეშვიდე სერია ამ მიზეზით უკვე გაიწვიეს უკან. კონკრეტულად კი გაწვევის დოკუმენტში ნათქვამი იყო:

„შესაძლებელია, რომ სკამის საზურგე იმდენად გაცხელდეს, რომ ტყავი ან ნაჭერი ამოწვას. თუ ეს მოხდება, მაშინ, შესაძლოა, დამწვრობები სკამში მჯდარმა პირმაც მიიღოს“.

გაწვევა 2003-2004 წლის მოდელებს შეეხო. მეექვსე სერიის შემთხვევაში მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა. თუმცა, ინტერნეტი სავსეა მომხმარებლებით, რომლებიც ჩივიან, რომ BMW-ს სავარძლები ზედმეტად ცხელდება.

გაზიარება: