Aa Aa
14 სექტემბერი 2021  |  10:51

ზოგიერთ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს

სამწუხაროდ, ჯერაც გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ გადაწყდა 180 ახალი ავტობუსის შეძენა.

„დავიწყეთ ჩანაცვლება ყვითელი ავტობუსების, რომლებიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში და კრიტიკას ვერ უძლებდა, ყველანაირი რესურსი ჰქონდა ამოწურული. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ პარკი მთლიანად განახლებულია და დამატებით 180 ავტობუსის შემოყვანას ვგეგმავთ, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გახდეს ყველაზე კომფორტული, ყველასათვის ხელმისაწვდომი ყველა რაიონში, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე.

სამწუხაროდ, ჯერაც გვაქვს ისეთი ქუჩები, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს, გვაქვს ქუჩები, სადაც ლოდინის დრო 30, 40 წუთია, რაც ძალიან ცუდია და ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში გვინდა 7 წუთამდე დავიყვანოთ მოცდის დრო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ 180 8 მეტრიანი ავტობუსი შემოვიყვანოთ დედაქალაქში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ავტორი: bm.ge

გაზიარება: